"ფოტოგრაფიაში არ არსებობს დაწერილი კანონები. მთავარია დაიჭირო გადამწყვეტი წამი"
თარიღი : 24-11-2015, 20:30 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

,,ქუჩის ფოგოგრაფია და გადამწყვეტი წამი,''- აღნიშნულ თემაზე არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ნეოფილების კლუბის'' ორგანიზებით ქუთაისში საჯარო ლექცია ფოტოგრაფმა გიორგი ბეჟანიშვილმა ჩაატარა.
ფოტოგრაფმა შეხვედრისას მსოფლიოში აღიარებულ რამდენიმე ქუჩის ფოტოგრაფზე ისაუბრა, რომლებმაც შეძლეს ,,წამის გაჩერება'. ასევე, მსმენელებმა დაათვალიერეს ცნობილი ქართველი ქუჩის ფოტოგრაფების ნამუშევრები და ისაუბრეს მათ ,,ხელწერაზე''.
გიორგი ბეჟაშვილმა მსმენელებს პირადი გამოცდილებაც გაანდო და მათ ქუჩის ფოტოგრაფიის ,,სპეციფიკაზე" მისეული ხედვაც გაუზიარა. მისი თქმით, სამომავლოდ, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ნეოფილების კლუბი'' გეგმავს გიორგი ბეჟანიშვილთან ერთად ფოტომოყვარულებს უფრო ხანგრძლივი პროექტი შესთავაზოს.
,,ვგეგმავთ,ფოტოგრაფიით დაინტერესებლ ადამიანებს სამთვიანი კურსი შევთავაზოთ. მე ვიქნები მოწვეული ტრენერი და კურსის მსვლელობისას პრაქტიკულთან ერთად ონლაინ ლექციებიც ჩატარდება, ''-განაცხადა ბეჟანიშვილმა.
შეხვედრის ბოლოს, ლექციაზე დამსწრე პროფესიონალი და მოყვარული ფოტოგრაფები შეთანხმდნენ, რომ ქუჩის ფოტოგრაფიაში არ არსებობს ,,დაწერილი კანონები'. უბრალოდ, მთავარია დაიჭირო ,,გადამწყვეტი წამი''.
თიკო ძოძუაშვილი