ქუთაისის მერი: ქუთაისში სკოლამდელი დაწესებულებების ნაკლებობაა
თარიღი : 24-11-2015, 12:45 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისში საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისა და მიშენების პროცესი გრძელდება. მიშენება ქალაქში არსებულ # 25, #30 და #14 ბაგა-ბაღებს უტარდება, ხოლო #31 ბაღის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. ბაღებში მიშენების სამუშაოებს შპს „არქიკულტურა“ ახორციელებს, რაზედაც 501 820 ლარი იხარჯება. # 31 ბაღის რეაბილიტაციაზე კი შპს „ხურსი“ მუშაობს. სამუშაოები 352 515 ლარით დაფინანსდა. მიშენებების პროცესი დეკემბრის ბოლოს დასრულდება. რაც შეეხება რეაბილიტირებულ ბაღს, ის მომავალი წლის იანვარში გაიხსნება.
,,ქალაქში სკოლამდელი დაწესებულებების ნაკლებობაა, ამიტომ ჩვენ მასშტაბური სამუშაოები განვახორციელეთ. მომავალ წელსაც პრიორიტეტული იქნება ბაღების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება,“-აღნიშნა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.