Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა არის კარიესი? როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელი კბილები?-სტომატოლოგების რჩევები

თარიღი : 24-11-2015, 12:27 | კატეგორია: ახალი ამბები, რჩევები, რეკლამა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge და სტომატოლოგიური კლინიკა "დენტალუქსი" გთავაზობთ ერთობლივ რუბრიკას-"ჯანმრთელი ღიმილი".

აღნიშნული რუბრიკის ფარგლებში სტომატოლოგიური კლინიკის კვალიფიციური სპეციალისტები თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ თემასა და პრობლემასთან დაკავშირებით სრულყოფილ ინფორმაციას მოგაწვდიან.


კარიესი არის ღრმული, რომელიც კბილების მაგარი ქსოვილის დაშლის შედეგად ვითარდება. კარიესი განვითარების რამდენიმე სტადიას განიცდის: საწყისი კარიესი, საშუალო და ღრმა კარიესი.

კბილების ზედაპირის ანატომიური თავისებურებებიდან გამომდინარე, ჯაგრისით გასუფთავება ზოგჯერ არაეფექტურია. ეს ძირითადად ეხება მოლარებს(უკანა საღეჭ კბილებს). მათ ზედაპირზე ბორცვებს შორის განთავსებულია ღარები, რომლებიც საკმაოდ ვიწრო და ღრმაა, ამიტომაც ჯაგრისი ვერ წვდება მას და ვერ ხერხდება ნადებისგან გათავისუფლება.

ღრმა ფისურები პირის ღრუს ბაქტერიებისათვის იდეალური ადგილსამყოფელია. ბაქტერიები შაქრის შემცველი პროდუქტების მიღებით მრავლდებიან და ფიქსირდებიან წებოვან მასად, რის შედეგადაც ჩნდება ნადები. იქედან გამომდინარე, რომ ჯაგრისით სრულფასოვანი ჰიგიენა ვერ ხერხდება, აუცილებელია ვიზიტი სტომატოლოგთან ექვს თვეში ერთხელ, რათა ჩავიტაროთ კბილების პროფესიული წმენდა და მოვახდინოთ კარიესის პროფილაქტიკა.

ნადების მოშორების შემდეგ აუცილებელია შევცვალოთ ჯაგრისი და გამოვიყენოთ ექიმის მიერ შერჩეული ჯაგრისი, პირის ღრუს სავლები, დენტალური ფლოსები და ა.შ.
კბილები უნდა გავიხეხოთ დილით და საღამოს ძილის წინ. კბილების გამოხეხვა აუცილებელია საღამოს, იმიტომ რომ ბაქტერიები ღამის საათებში უფრო სწრაფად მრავლდებიან, ვიდრე დილი. აღსანიშნავია ისიც, რომ ნერწყვის დამცველობითი ფუნქცია ამ დროს შემცირებულია.

თქვენთვის სასურველი ინფორმაციის მისაღებად შესაბამისი კითხვები შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ Topnews.com.ge-ს ელექტრონულ ფოსტაზე: topnewscomge@gmail.com.


ნანახია: 4848-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge და სტომატოლოგიური კლინიკა 'დენტალუქსი' გთავაზობთ ერთობლივ
თქვენთვის სასურველი ინფორმაციის მისაღებად შესაბამისი კითხვები შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ Topnews.com.ge-ს ელექტრონულ ფოსტაზე:
სიბრძნის კბილის განვითარება და ამოჭრა ხშირ შემთხვევაში სხვა კბილების განვითარება- ამოჭრისგან პრობლემატურია.
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge და სტომატოლოგიური კლინიკა 'დენტალუქსი' გთავაზობთ ერთობლივ
სტომატოლოგებმა ის პროცედურები და წამლები დაასახელეს, რომლებიც დამანგრევლად მოქმედებს კბილის ემალზე.
სტომატოლოგებმა ის პროცედურები და წამლები დაასახელეს, რომლებიც დამანგრევლად მოქმედებს კბილის ემალზე.

ამინდი