ზესტაფონში 12 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა

ზესტაფონში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
როგორც თვითმხილველებმა topnews.com.ge-ს განუცხადეს "მერსედესის" მარკის ავტომობილი 12 წლის გოგონას დაეჯახა. ადგილობრივების თქმით, ავტომობილი მაღალი სიჩქარით არ მოძრაობდა, თუმცა შეჯახების შედეგად დაშავებულს ორივე ფეხი აქვს მოტეხილი.
"აღმაშენებლის ქუჩა #8-სთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, გოგონას ორივე ფეხი მოტეხილი აქვს,"- აცხადებს თვითმხილველი.
შემთხვევა მუნიციპალიტეტში რამდენიმე საათის წინ მოხდა.
topnews.com.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.