Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ოფშკვითობა" და სოფელში მდებარე ტაძრის ისტორია-რას ემსხვერპლა სამი ადამიანის სიცოცხლე?

თარიღი : 23-11-2015, 19:09 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
23 ნოემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ბორბალზე გაკვრისა და წამების დღეს აღნიშნავს. გიორგობა მხოლოდ რელიგიური დღესასწაული არ არის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითის მოსახლეობისთვის. ის სოფლის დღესასწაულია, რომლის დაარსებაც სოფელში არსებული ტაძრის აღდგენას უკავშირდება.

წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია სოფელ ოფშკვითის ცენტრში მდებარეობს. ის 1876 წელს აგებული, აგურით ნაშენები სამნავიანი ბაზილიკაა. ეკლესია წლების განმავლობაში არ ფუნქციონირებდა, რადგან ტაძრის გუმბათი ჩამოქცეული იყო. 2005 წელს მოსახლეობამ გადაწყვიტა საკუთარი ძალებით გაეწმინდათ ტაძარი ნანგრევებისაგან. გაწმენდისას არასწორად ჩატარებული საქმიანობების გამო, გუმბათი ჩამოიქცა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა. 2010 წელს განახლდა ტაძრის აღდგენითი სამუშაოები და უცხოეთში მოღვაწე ბიზნესმენის, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის დაფინანსებით ტაძარი აღდგა.

http://www.picz.ge/img/s2/1511/23/e/e0dff5daf4d4.jpg


სოფელ ოფშკვითში მდებარე ტაძარი 2012 წლის 23 ნოემბერს საზეიმოდ გაიხსნა და მას შემდეგ აქტიურად მიმდინარეობს წირვა-ლოცვა. ამასთანავე, ტაძრის კურთხევისას, 23 ნოემბერი სოფლის დღესასწაულად გამოცხადდა. შესაბამისად, ყოველი წლის ამ დღეს, სოფელში სხვადასხვა სპორტული თუ კულტურული ღონისძიება იმართება. სოფლის დღესასწაული ოფშკვითმა მიმდინარე წელსაც სტუმრიანობის ფონზე აღნიშნა.

თიკო ძოძუაშვილი


ნანახია: 7602-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ტაძრის კურთხევის საზეიმო ლოცვები ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონმა აღავლინა.
ტაძრის გახსნას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ტაძარი

ამინდი