საქართველოს ხელისუფლება სასაზღვრო კონტროლს ამკაცრებს
თარიღი : 23-11-2015, 18:09 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

საქართველოს ხელისუფლება პარიზის ტერაქტების შემდეგ მყისიერ საფრთხეს არ ელის, თუმცა მათი გადაწყვეტილებით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე და აეროპორტებში კონტროლი მკაცრდება. კონტროლს დაექვემდებარება საქართველოში აზიისა და აფრიკის მოქალაქეების შემოსვლაც. უკვე გაძლიერებული კონტროლის ფარგლებში საქართველოში შემოსვლის მსურველი რამდენიმე ათეული მოქალაქე სამართალდამცველებმა უკან დააბრუნეს. სწორედ უსაფრთხოების ზომების გაძლიერება იყო მთავარი თემა პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის სხდომაზე.
სასაზღვრო გამშვები პუნქტები და აეროპორტები ის ძირითადი ობიექტებია, სადაც ხელისუფლების გადაწყვეტილებით კონტროლი მკაცრდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა შედარებითი სიმრავლე უკვე შეინიშნება სარფის საბაჟოზე, თუმცა მოქალაქეები კონტროლის გამკაცრებაზე არ საუბრობენ.
თბილისის აეროპორტიდან კი, რამდენიმე ათეულ მოქალაქეს საქართველოში შემოსვლის უფლება არ მიეცა. განსაკუთრებით მკაცრად კონტროლდებიან აზიიდან და აფრიკიდან ჩამოსული მოქალაქეები. მთავარი კითხვა კი, რომელიც მათი მისამართით გამშვები პუნქტის თანამშრომლებს აქვთ, საქართველოში შემოსვლის მიზნებს შეეხება.
„საკონტროლო გამტარ პუნქტბზე ხდება შემოსული მგზავრების ინტერვიუირება, რის შედეგადაც ჩვენ შეგვიძლია ვიზიტის მოტივაცია, ხანგრძლივობა და მიზეზები დავადგინოთ. ჩამოვაყალიბოთ აზრი იმის თაობაზე, რა მიზნით შემოდის საქართველოში ესა თუ ის მგზავრი და მოვახდინოთ შესაბამისი რეაგირება“, - აცხადებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან მაჭავარიანი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით საზღვარზე კონტროლი პარიზში მომხდარი ტერაქტების მეორე დღესვე დაწესდა. თუმცა პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით მოწვეულ უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოზე მსჯელობისას გადაწყდა, რომ კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება.
„სასაზღვრო რეჟიმის კონტროლი გამკაცრდება როგორც გამშვებ პუნქტებზე, ასევე მწვანე ზოლზე. ასევე გაძლიერდება საპოლიციო კონტროლი და ჩვენ მუდმივად კომუნიკაციაში ვიქნებით ჩვენ პარტნორ მეგობარ ქვეყნებთან“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.
„უკვე გამკაცრდა კონტროლი საზღვარზე აზიური და აფრუკული ქვეყნებიდან შემომსვლელებზე. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ტრანზიტან არ გამოიყენონ და არ მოხვდნენ ჩვენი ქვეყნის გავლით სირიაში და არ მიიღონ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა“, - განმარტა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა.
საზღვარზე კონტროლის გამკაცრების პარალელურად, კრიზისებს მართვის საბჭოს მდივანი ამბობს, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები მუდმივი მონიტორინგების ქვეშ იქნება.
მინისტრები ქვეყნის უსაფრთხოებაზე საუბრისას ხაზს უსვამენ, რომ საქართველო ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა.
„ჩვენ არანაირ მყისიერ საფრთხეს არ ველოდებით. საქართველოს როგორც სადაზვერვო სამსახურები, ასევე ყველა ძალოვანი სტრუქტურა ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს პარტნიორებთან ერთად სრულ სინქრონიზაციაში“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა.
„უსაფრთხოების თემები იქნება მუდმივი მონიტორინგის ქვეშ. პერიოდულად გვექნება შეხვედრები, ინფორმაციის წარდგენა, გაანალიზება, შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა“, - აღნიშნა კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ.
ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრისას, ექსპერტთა ნაწილს ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელების მიმართ რეკომენდაციები მაინც აქვთ.
„უნდა იყოს თანამშრომლობა თურქეთის სპეცსამსახურებთან. ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც მიემგზავრებიან თურქეთში, იქიდან ხომ არ კვეთენ საზღვარს ერაყის და სირიის მიმართულებით. ალბათ ასეთი შემთხვევები არის. ყოველშემთხვევაში, ის ადამიანები გვეცოდინება, რომლებიც სირიაში და ერაყში მიემგზავრებიან. ეს უკვე იმის საფუძველი იქნება, რომ ადამიანებზე კონტროლი გამკაცრდეს“, - მიიჩნევს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ზურაბ აგლაძე.
„ამაზე მუშაობა არ შეიძლება დღეს და ხვალ დაიწყოს. ამაზე უსაფრთხოების სამსახური მუდმივად უნდა მუშაობდეს. ამაზე წინასწარ უნდა ჰქონდეთ ნამუშევარი. უბრალოდ ახლა საგაგებო რეჟიმში უნდა გადაერთვნენ. იმედია, ჩვენს სამსახურებს აქამდე ამაზე ნამუშევარი აქვთ, ამის გამოცდილება გააჩნიათ და იმედი მაქვს, რომ ჩვენს უსაფრთხოების სამსახურში ინსტიტუციური მეხსიერება შენარჩუნებულია, ანუ ის გამოცდილება, რომელიც წინა წლებში დააგროვეს სამსახურებმა“, - აცხადებს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში თორნიკე შარაშენიძე.
პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით კრიზისებისა და უსაფრთხოების მართვის საბჭოს სხდომაზე ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები ქვეყნის უსაფრთხოებაზე თითქმის სამი საათის განმავლობაში მსჯელობდნენ.
commersant.ge