შოთა ქემოკლიძე საპატიმროს 4 000 ლარის გადახდის შემდეგ დატოვებს

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შოთა ქემოკლიძის სასამართლო პროცესი გაიმართა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, შოთა ქემოკლიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაოს, 4 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.
მოსამართლე ნათია ბარბაქაძის გადაწყვეტილებით, ბრალდებული ქემოკლიძე საპყრობილეს მას შემედეგ დატოვებს, როცა ოჯახი 4 000 ლარიან გირაოს გადაიხდის.
პროკურატურა ბრალდებულისთვის წინასწარ პატიმრობას ითხოვდა, მაგრამ მოსამართლე ბარბაქაძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულ შოთა ქემოკლიძეს 4 ათასი ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლებენ. მოსამართლემ ბრალდებულ ქემოკლიძეს გირაოს გადახდის ერთთვიანი ვადა მისცა.
ცნობისთვის, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შოთა ქემოკლიძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 21 დეკემბერს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ შოთა ქემოკლიძე სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს. გამოძიება მას ცივი იარაღის ტარებას ედავება. ქემოკლიძემ პროტესტის ნიშნად დროებითი მოთავსების იზოლატორში შეყვანისას თვითდაზიანებები მიიყენა და მკურნალობაზე უარი განაცხადა.