"თაობათა დიალოგის" 10 წლის იუბილე და ორგანიზაციის პრიზები
თარიღი : 23-11-2015, 13:34 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი" (RICDOG) 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო ღონისძიებაზე ორგანიზაციის გასული 10 წლის საქმიანობის მიმოხილვის გარდა, იმ პიროვნებების გაცნობაც მოხდება, რომლებიც დღეს RICDOG-ს წარმოდგენენ.
" ჩვენი დაბადების დღე ორ ნაწილად არის დაყოფილი: პირველი ნაწილი გაიმართება 1-4 საათამდე ჩვენს ოფისში (კუპრაძის 7) სადაც იქნება ღია კარის დღის მსგავსი. ნებისმიერ მსურველს რომელსაც აინტერესებს ჩვენი ორგანიზაცია, ოფისი, ადამიანები, პროგრამები, წარსული შეუძლია მოვიდეს და იქ ვუმასპინძლებთ და ვამოგზაურებთ RICDOG ის ოჯახში. მეორე ნაწილი დაიწყება 7 საათზე, სასტუმრო "რჩეულ"-ში. სამეცნიერო–ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი" მოხარული იქნება, რომ შემოუერთდეთ იუბილეს და ჩვენთან ერთად აღნიშნოთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი თარიღი. საუბილეო ღონისძიებაზე გელით ძალიან ლამაზი, საინტერესო და სიურპრიზებით აღსავსე პროგრამა. გარდა ამისა, თხოვნაა, რომ
აჩუქოთ RICDOG–ს სიმბოლური საჩუქარი, რომელიც ასოცირდება ორგანიზაციასთან და რომელიც უნდა იყოს ლამაზად შეფუთული. საჩუქარი მოთავსდება RICDOG ხის ქვეშ," - აცხადებენ ორგანიზაციაში.
10 წლის იუბილესთან დაკავშირებით RICDOG საიუბილეო ნომინაციას აწესებს, რომელიც 2 ადამიანს გადაეცემა:
1. პიროვნება, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქალაქისა და ქვეყნის განვითარებაში და გვერდში უდგას RICDOG-ს;
2. პიროვნება, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ორგანიზაციის არსებობის განმავლობაში და დიდი წვლილი შეიტანა მის განვითარებაში. ნომინაციის ოდენობა: 500 ლარი.