"შოთა ქემოკლიძე პროტესტის ნიშნად შიმშილობს და სამედიცინო დახმარებაზე უარს აცხადებს"

შოთა ქემოკლიძე, რომელიც სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს და ცივი იარაღის ტარებას ედავებიან, პროტესტის ნიშნად შიმშილობს და სამედიცინო დახმარებაზე უარს აცხადებს.
მისი უფლებადამცველის ლედი ტუკვაძის თქმით, ქემოკლიძეს სამართალდამცველები ხშირად ავიწროვებდნენ და მას ან ქვეყნის დატოვებას და ან პოლიციასთან თანამშრომლობას სთავაზობდნენ. როგორც ადვოკატი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ორივე შეთავაზებაზე უარი თქვა, რის შემდეგაც მას დაჰპირდნენ, რომ პრობლემებს შეუქმნიდნენ.
ტუკვაძის განცხადებით, "საქმის ოქმში წერია, რომ შოთა ქემოკლიძეს დანა ქურთუკის შიდა მარცხენა ჯიბეში ჰქონდა, თუმცა აღნიშნულ ქურთუკს შიდა ჯიბე საერთოდ არ აქვს. ეს კი მიუთითებს იმას, რომ სამართალდამცველებმა მას დანა ჩაუდეს და საქის ოქმი არასწორად შეავსეს".
შეგახსენებთ, რომ შოთა ქემოკლიძე სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს. გამოძიება მას ცივი იარაღის ტარებას ედავება. ქემოკლიძემ პროტესტის ნიშნად დროებითი მოთავსების იზოლატორში შეყვანისას თვითდაზიანებები მიიყენა და მკურნალობაზე უარი განაცხადა.
ცნობისთვის, ქემოკლიძის სასამართლო პროცესი არსებული ინფორმაციით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღის პირველ ნახევარში გაიმართება.