Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

შსს შოთა ქემოკლიძის მეგობრის დაკავების ფაქტს ეხმაურება

თარიღი : 22-11-2015, 23:42 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
შინაგან სსაქმეთა სამინისტრო შოთა ქემოკლიძის მეგობრის დაკავების ფაქტს ეხმაურება.

როგორც topnews.com.ge-ს შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გოჩა ჭაბუკიანი იმერეთის სამხარეო პოლიციის შენობასთან მდგარ ავტომობილებს დაეჯახა, რომელთაგან ერთი პოლიციის დეპარტამენტის უფროსს ეკუთვნის.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით აღიძრა, რაც პოლიციელზე ან მის ავტომობილზე თავდასხმას გულისხმობს.

გოჩა ჭაბუკიანი არსებული ინფორმაციით იმერეთის სამხარეო პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც პოლიციის შენობასთან, ცივი იარაღის ტარებისთვის დაკავებული შოთა ქემოკლიძის ოჯახის წევრები, აქციას მართავდნენ. გავრცელებული ინფორმაციით გოჩა ჭაბუკიანი ქემოკლიძის მეგობარია.


ნანახია: 2301-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბრალდებულის ახლობლების თქმით, ქემოკლიძე უარს ამბობს სამედიცინო დახმარებაზე, რის გამოც მედიკოსები იძულებულები გახდნენ, მრავლობითი
მამაკაცი აღნიშნული ქმედებით პოლიციელების მიერ მეგობრის დაკავებას აპროტესტებდა.
შოთა ქემოკლიძეს სამართალდამცველები იარაღის უკანონო ტარებას ედავებიან, თუმცა ბრალდებულის დედის, მანანა ბობოხიძის თქმით, მისი შვილი
topnews.com.ge-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ქემოკლიძის გარდა, ასევე ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილებაში დასაქმებული
შემთხვევა თაბუკაშვილის ქუჩაზე, წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ამინდი