Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ბრალდებული შოთა ქემოკლიძე ქუთაისის საავადმყოფოდან იმერეთის სამხარეო პოლიციაში დააბრუნეს

თარიღი : 22-11-2015, 23:05 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ბრალდებული შოთა ქემოკლიძე ქუთაისის საავადმყოფოდან იმერეთის სამხარეო პოლიციაში დააბრუნეს.

ბრალდებულის ახლობლების თქმით, ქემოკლიძე უარს ამბობს სამედიცინო დახმარებაზე, რის გამოც მედიკოსები იძულებულები გახდნენ, მრავლობითი ჭრილობის მქონე პაციენტი, საავადმყოფოდან გაეწერათ.

ბრალდებული, რამდენიმე წუთის წინ, პოლიციის ავტომანქანით იმერეთის სამხარეო პოლიციის ეზოში შეიყვანეს. ჟურნალისტებისთვის ამ დრომდე უცნობია, შენობაში არსებულ წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს თუ არა ბრალდებული.

სამინისტროს ინფორმაციით, შოთა ქემოკლიძე მოსამართლის განჩინების საფუძველზე ცივი იარაღის ტარებისთვის 238-ე პრიმა მუხლით დააკავეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. როგორც შსს-ში აცხადებენ, შოთა ქემოკლიძემ მიიყენა თვითდაზიანება, კერძოდ, ხელის არეში მსუბუქი დაზიანება ნაკაწრის სახით.

ადვოკატ ლედი ტუკვაძის თქმით, მის დაცვის ქვეშ მყოფს ცივი იარაღი სამართალდამცველებმა "ჩაუდეს".


ნანახია: 2433-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ადვოკატ ლედი ტუკვაძის თქმით, მამაკაცს სამართალდამცავები იმ ცივი იარაღის ტარებას ედავებოდნენ, რომელიც თავად ჩაუდეს.
მისი უფლებადამცველის ლედი ტუკვაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სამართალდამცველები ხშირად ავიწროებდნენ და მას ან ქვეყნის
მოსამართლე ნათია ბარბაქაძის გადაწყვეტილებით, ბრალდებული ქემოკლიძე საპყრობილეს მას შემედეგ დატოვებს, როცა ოჯახი 4 000 ლარიან
მამაკაცი აღნიშნული ქმედებით პოლიციელების მიერ მეგობრის დაკავებას აპროტესტებდა.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 356-ე მუხლით აღიძრა, რაც პოლიციელზე ან მის ავტომობილზე
შოთა ქემოკლიძეს სამართალდამცველები იარაღის უკანონო ტარებას ედავებიან, თუმცა ბრალდებულის დედის, მანანა ბობოხიძის თქმით, მისი შვილი

ამინდი