Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის სამხარეო სამმართველოში მამაკაცი მანქანით შევარდნას ცდილობდა

თარიღი : 22-11-2015, 21:42 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ამ წუთებში ხმაურია იმერეთის სამხარეო სამმართველოსთან. სამართალდამცავების მიერ დაკავებული შოთა ქემოკლიძის მეგობარი სამმართველოს შენობაში ავტომანქანით შესვლას ცდილობდა, რასაც სამმართველოს შენობის წინ გაჩერებული ავტომანქანების დაზიანება მოჰყვა. შოთა ქემოკლიძე პოლიციელებმა ცივი იარაღის უკანონო ტარებისთვის დააკავეს, თუმცა ის თავს უდანაშაულოდ თვლის, ხოლო პროტესტის ნიშნად სხეული სამართებლით დაიზიანა. ამის შემდეგ ბრალდებული იმერეთის სამხარეო სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობაზე მან უარი განაცხადა, რის გამოც ექიმებმა ის გამოწერეს, ხოლო სამართალდამცავები სამხარეო სამმართველოს შენობაში აბრუნებდნენ, რა დროსაც შოთა ქემოკლიძეს სისხლდენა დაიწყო. აღნიშნულის გახმაურების შემდეგ, ბრალდებულის მეგობარი ავტომანქანით სამმართველოს შენობასთან გაჩერებულ ავტომანქანებს დაეჯახა. მამაკაცი მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.

http://topnews.com.ge/photo/news/20151122214023.png


ნანახია: 2387-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ადვოკატ ლედი ტუკვაძის თქმით, მამაკაცს სამართალდამცავები იმ ცივი იარაღის ტარებას ედავებოდნენ, რომელიც თავად ჩაუდეს.
ბრალდებულის ახლობლების თქმით, ქემოკლიძე უარს ამბობს სამედიცინო დახმარებაზე, რის გამოც მედიკოსები იძულებულები გახდნენ, მრავლობითი
შოთა ქემოკლიძეს სამართალდამცველები იარაღის უკანონო ტარებას ედავებიან, თუმცა ბრალდებულის დედის, მანანა ბობოხიძის თქმით, მისი შვილი
ადგილზე ასევე იმერეთის სამხარეო პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
მოსამართლე ნათია ბარბაქაძის გადაწყვეტილებით, ბრალდებული ქემოკლიძე საპყრობილეს მას შემედეგ დატოვებს, როცა ოჯახი 4 000 ლარიან

ამინდი