Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„ქუთაისი უნდა იყოს,“ - თემურ ცამციშვილის ბლოგი

თარიღი : 22-11-2015, 18:11 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, ბლოგი   
topnews.com.ge
საინფორმაციო სააგენტო Topnews com.ge გთავაზობთ თავისუფალ სივრცეს რუბრიკით ,,ბლოგი“, სადაც ყველა მსურველს შეეძლება ფართო საზოგადოებას ,,გაანდოს განცდები და ემოციები“ მისივე შემოქმედებით ან უბრალოდ, გამოთქვას თავისი აზრი სხვადასხვა საკითხზე. რუბრიკა ,,ბლოგი“-ს სტუმარი "ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის" ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილია.

რამდენიმე დღის წინ ხმამაღალი ფიქრი გამომივიდა ქუთაისზე, რომელიც ჩვენი ქალაქის თითქოს მიუღწეველ, მაგრამ ძალიან შესაძლებელ პერსპექტივას ეხებოდა.
სოციალურ ქსელში სტატუსმა ბევრი ადამიანის ინტერესი გამოწვია. იყო facebook-ური ემოციები, გულებით, ღიმილებით. მეც რამდენიმე საათის მანძილზე "ვსქროლავდი" და შეძლებისდაგვარად ვპასუხობდი არგუმენტებს. "ჯერ ყოფნის საკითხი გახდა მოსაგვარებელი, ვინ მერე გადაწყდება, ალბათ... ოდესმე!"- ვკითხულობ, ხელმეორედ გადავიკითხე და პასუხის გაცემას ვაგვიანებ. არადა ბევრი არგუმენტი მაქვს უიმედობის წინაღმდეგ. შემდეგ ვხდები, რომ სოციალური ქსელის მეგობარს (სამწუხაროდ, ბევრის მსგავსად ფიქრობს) შევახსენო "ნუ ელოდებით ახალ ბელადს და ახალ პოლიტიკურ ძალას! ახალი ძალა ხართ თქვენ!".
ჩვენ კი ვისაც მოქმედების შედეგის და ცვლილების გვჯერა, გეუბნებით,
ქუთასი უნდა იყოს:
ის, რაც პრაღაა ევროპისთვის, ანუ ქალაქი- მუზეუმი, უნიკალური არქიტექტურა, შენახული ისტორია ქვაში, ბიოგრაფია და წარსული. პროტორენესანსის სტილით ნაგები ბაგრატით, იგივე შეიძლება გახდეს ქუთაისი საქართველოსთვის.
ის, რაც ათენია საბერძნეთისთვის ქუთაისი მეცხრამეტე საუკუნეში იყო საქართველოსთვის. ქუთაისის საგუბერნიო ცენტრად არსებობამ განაპირობა ამ ქალაქის ევროპულ ყაიდაზე ჩამოყალიბება. ამან თავის მხრივ მოგვცა ტიციანი, პაულო და გალაკტიონი..ის, რაც სტამბულია თურქეთისთვის. თუკი ზემოთ ჩამოთვლილ პოტენციალს სწორად ავითვისებთ, მოიმატებს ტურისტი, გაიზრდება ქალაქის შემოსავლები, ვაჭრობის ტემპი, დაინტერესდება ინვესტორი, რაც საბოლოოდ ჯანსაღი კონკურენციის პირობებს მოგვცემს.ქუთაისი უნდა იყოს
ის, რაც ამსტერდამია თავისუფალი ადამიანებისთვის. ქუთაისი ყოველთვის იყო თავისუფალი იდეების სითამამის, გაბედულების ქალაქი. ქუთაისელ მხატვარს ლია უკლებასთან დაკავშირებული მოვლენები გავიხსენოთ. ჩვენ მას წლებია ვიცნობთ. მივიღეთ მისი განსხვავებული ხედვა. დედაქალქისგან განსხვავებით მის ნახატებს, ინსტალაციებს, შეჩვენებით არ დავმუქრებივართ. მივიღეთ ჩვენი თანამოქალაქის მტკივნეული და გამოსაფხიზლებელი სათქმელი. ქუთაისი უნდა იყოს ის,რაც სტოკჰოლმია მწვანეებისთვის. ქუთაისი რეკრიაციული ზონების შექმნითა და სწორი არქიტექტურული დაგეგმარებით მიმზიდველ და უნიკალურ სივრცეს შექმნის.
ის,რაც თელ-ავივია ინოვატორებისთვის.
ჩამონათვალი შეიძლება მანამ გავაგრძელოთ, სანამ ქალაქი ფუნქციას და მის ადგილს არ დაიკავებს. მანამ, სანამ საპარლამენტო ქალაქის სტატუსი მხოლოდ კონსტიტუციის ფურცლებზეა, კიდევ დიდხანს მოგვიწევს ქუთაისის ძიება.



R


ნანახია: 3002-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ თავისუფალ სივრცეს რუბრიკით 'ბლოგი'.
"ქალბატონო რიმა! დედაჩემი ისევ იტალიაშია, რადგან ლარი და თვრამეტი ოჯახის სარჩენად საკმარისი არ არის. რა ქნას იმ ხალხმა, ვისაც არ
ცამციშვილის თქმით, საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციონირებამ ქალაქს ეკონომიკური სარგებელი ვერ მოუტანა, რადგან რადგან პირველივე
რუბრიკის მორიგი სტუმარი ჟურნალისტი და რადიო "ძველი ქალაქის" ხელმძღვანელი ქეთევან ბერძენიშვილია.
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ თავისუფალ სივრცეს რუბრიკით 'ბლოგი'.

ამინდი