Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის პოლიციაში დაშავებული მამაკაცის დედა თვითმკვლელობით იმუქრება

თარიღი : 22-11-2015, 17:05 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ბრალდებულ შოთა ქემოკლიძის დედა მანანა ბობოხიძე, რომლის შვილმაც იმერეთის სამხარეო პოლიციაში თვითდაზიანებები მიიყენა, თვითმკვლელობით იმუქრება.

შოთა ქემოკლიძეს სამართალდამცველები იარაღის უკანონო ტარებას ედავებიან, თუმცა ბრალდებულის დედის, მანანა ბობოხიძის თქმით, მისი შვილი უდანაშაულოა, დანა კი მას პოლიციელებმა ჩაუდეს.

„24 საათის განმავლობაში ჩემს შვილს პოლიციელები აკითხავდნენ და ეუბნებოდნენ, რომ პრობლემებს შეუქმნიდნენ. მე ვიცი რისი გამკეთებელია ჩემი შვილი და ამიტომ ვიცავ. მას უბანშიც კარგი მეგობრები ჰყავდა და ცუდს არ გააკეთებდა. ჯერ-ჯერობით არ ვიცი რა მდგომარეობაშია ჩემი შვილი. თუ მისი უდანაშაულობა არ დამტკიცდა, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე თავს დავიწვავ“, - აცხადებს მანანა ბობოხიძე.

იმერეთის სამხარეო პოლიციაში მოქალაქე შოთა ქემოკლიძემ პროტესტის ნიშნად სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა. ქემოკლიძის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარსულში ნასამართლევი იყო, საპყრობილის დატოვების შემდეგ კი პოლიციელები მას ქვეყნის დატოვებას, ან უბანში ე.წ. „ჩამშვებად“ ყოფნას სთავაზობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მამაკაცი ცივი იარაღის ტარებისთვის არის დაკავებული.


ნანახია: 2447-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მისი უფლებადამცველის ლედი ტუკვაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სამართალდამცველები ხშირად ავიწროებდნენ და მას ან ქვეყნის
ადვოკატ ლედი ტუკვაძის თქმით, მამაკაცს სამართალდამცავები იმ ცივი იარაღის ტარებას ედავებოდნენ, რომელიც თავად ჩაუდეს.
ბრალდებულის ახლობლების თქმით, ქემოკლიძე უარს ამბობს სამედიცინო დახმარებაზე, რის გამოც მედიკოსები იძულებულები გახდნენ, მრავლობითი
მოსამართლე ნათია ბარბაქაძის გადაწყვეტილებით, ბრალდებული ქემოკლიძე საპყრობილეს მას შემედეგ დატოვებს, როცა ოჯახი 4 000 ლარიან
მამაკაცი აღნიშნული ქმედებით პოლიციელების მიერ მეგობრის დაკავებას აპროტესტებდა.
30 წლის ახალგაზრდა შიმშილობს და სხეულზე დაზიანებები აქვს მიყენებული.

ამინდი