იმერეთის სამხარეო სამმართველოში მამაკაცმა სამართებლით სხეული დაისერა

იმერეთის სამხარეო სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალდებულმა შოთა ქემოკლიძემ სამართებლით სხეულზე დაზიანებები მიიყენა. ადვოკატ ლედი ტუკვაძის თქმით, მამაკაცს სამართალდამცავები იმ ცივი იარაღის ტარებას ედავებოდნენ, რომელიც თავად ჩაუდეს.
" შოთა ქემოკლიძე წარსულში ნასამართლევია. ციხის დატოვების შემდეგ პოლიციელები მისგან ქვეყნის დატოვებას ან იმ უბნის მაყურებლობას და დამნაშავეთა დასმენას მოითხოვდნენ, სადაც ის ცხოვრობს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არც ერთ ვარიანტს არ დათანხმდა, ამიტომ პოლიციელებმა მას დანა ჩაუდეს," - ამბობს ლედი ტუკვაძე.
სამართებლით მიყენებული დაზიანებებით შოთა ქემოკლიძე დროებითი მოთავსების იზოლატორიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ იმერეთის რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.