"მე რომ ქუთაისის მერი ვიყო," - ხვიჩა ვაშაყმაძე

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას სახელწოდებით: "მე რომ ქუთაისის მერი ვიყო". აღნიშნულ რუბრიკაში მონაწილეობას სხვადასხვა პროფესიის ადამიანები იღებენ, რომლებიც ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით საკუთარ ხედვებს და გეგმებს გაგვაცნობენ. რუბრიკის მორიგი სტუმარი ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ხვიჩა ვაშაყმაძეა.
"ამბობენ ქუთაისის მერობა ადვილი საქმე არ არისო. ბოლო წლებს თუ გადავავლებთ თვალს, გამოდის, რომ ეს მართლაც ასეა. ქუთაისელები არ გაპატიებენ შეცდომას, მაგრამ ხშირად მხარს არ გიჭერენ მაშინაც, როდესაც ქალაქისთვის მნიშვნელოვან და სასიკეთო გადაწყვეტილებას ღებულობ. მრჩება შთაბეჭდილება, რომ მიუხედავად პოლიტიკური ცვლილებებისა, ქალაქში გავლენას მაინც ინარჩუნებენ ადამიანები, რომლებიც არსად ჩანან, მაგრამ წლებია ანგარიშგასაწევ ძალად რჩებიან. შესაბამისად, ამ ადამიანების „დამსახურებით“ რადიკალური ცვლილებების განხორციელება შეუძლებელი ხდება.
ქალაქის მერის უმთავრესი მოვალეობა ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფაა. მხოლოდ ქალაქის მკვეთრად განსაზღვრული სტატუსი და კომფორტული გარემო შეძლებს შეამციროს მოსახლეობის გადინება ქალაქიდან და საინტერესო გახადოს ის ბიზნესისთვის.
მე არ ვარ ქალაქის მერი და დარწმუნებული ვარ, არც ვიქნები, მაგრამ სიამოვნებით ჩამოვთვლი იმ საკითხების მცირე ნაწილს, რაც არ მომწონს და რის გამოსწორებასაც ვისურვებდი.
1.როცა ვსაუბრობთ ქალაქის ტურისტულ ცენტრად გადაქცევაზე, მეტ ყურადღებას მივაქცევდი ქალაქის ისტორიულ ნაწილს. შევქმნიდი ჯგუფს და ვიმუშავებდი რეაბილიტაციის პროექტზე. კატეგორიულად ავკრძალავდი ისტორიულ ნაწილში კონტექსტიდან ამოვარდნილი შენობების აგებას. გავამკაცრებდი პოლიტიკას ფასადების თვითნებურად გადაკეთება - გადაღებვასთან დაკავშირებით (არა მარტო ისტორიულ ნაწილში). აუცილებლად აღვადგენდი რიონის გასწვრივ არსებულ საცხოვრებელ სახლებს, რომელთა დიდი ნაწილი დანგრევის პირასაა. ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტების მოზიდვის მიზნით, ხელს შევუწყობდი იმ პროექტების განხორციელებას, რომლებიც ქუთაისთან დაკავშირებულ ლეგენდებს თუ ისტორიულ ფაქტებს უკავშირდება;
2.კონკურსებმა დაგვანახა რამდენად რთულია, მაგრამ ვეცდებოდი არსებობდეს მუნიციპალური ტრანსპორტი და ჩემს თანაქალაქელებს ჰქონდეთ საშუალება ჭრელა-ჭრულა და ამორტიზირებული სამარშრუტო ტაქსებისა და ავტობუსების ნაცვლად, გადაადგილდებოდნენ კომფორტული ტრანსპორტით არა მარტო დღის საათებში, არამედ საღამოს 8-9 საათის შემდეგაც;
3. გავამკაცრებდი მიდგომას იმ კომპანიებისადმი თუ კონკრეტული პირებისადმი (ტენდერებში მათი არდაშვების კუთხითაც), რომელთა მიერ შესრულებული სამუშაოები კრიტიკას ვერ უძლებს (არ მომწონს ერთჯერადი პრინციპით დაგებული გზის საფარი, რომელიც მომავალ წელს ისევ დასაგებია; არ მომწონს საგზაო უსაფრთხოების მიზნით დახაზული ქალაქის ქუჩები, რომლებიც ერთი თვის შემდეგ ისევ დასახაზია; არ მომწონს მხოლოდ გადაბარული ე.წ. სკვერები და ბაღები. ამ მიმართულებით აუცილებლად გამოვიყენებდი ლანდშაფტის დიზაინერების რეკომენდაციებს).
4.ვიზრუნებდი, რომ ქუთაისს აუცილებლად ჰქონოდა საკონცერტო დარბაზი. ეს ყველა თაობის ქუთაისელის ნატვრაა.
5. გამოვძებნიდი სახსრებს თოჯინების თეატრისთვის ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობის ასაშენებლად, რათა მსახიობებსნორმალურ პირობებში მუშაობის საშუალება მივცეთ, ხოლო პატარებს შეეძლოთ სპექტაკლის სასიამოვნო გარემოში ხილვა;
6.ვიზრუნებდი ქუთაისი იქცეს ხელოვნების ცენტრად. ხელს შევუწყობდი საერთაშორისო ფესტივალის თუ სხვა სახის მასშტაბური კულტურული პროექტის განხორციელებას;
7.გამოვიყენებდი ყველა საშუალებას იმისთვის, რომ ქუთაისმა შეინარჩუნოს საპარლამენტო ქალაქის სტატუსი და გახდეს მძლავრი საუნივერსიტეტო ცენტრი.
თუ გსურთ დააფიქსიროთ საკუთარი პოზიცია და გააცნოთ საზოგადოებას როგორი იქნებოდა ქუთაისი თქვენი მერობის შემთხვევაში, მოგვწერეთ სააგენტოს ელექტრონულ მისამართზე topnewscomge@gmail.com -ზე თქვენი სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და პროფესია. რუბრიკის სტუმრის მოსაზრებები საიტზე ეტაპობრივად ყოველ კვირას განთავსდება.