„სტუდენტური დღეები - 2015“ ქუთაისში დასრულდა
თარიღი : 22-11-2015, 10:52 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

2015 წლის 21 ნოემბერს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული, შიდასაუნივერსიტეტო „სტუდენტური დღეები“ საზეიმოდ დაიხურა. აწსუ რექტორმა გიორგი ღავთაძემ, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კახა კუპატაძემ, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა გიორგი ოკრიბელაშვილმა, ვიცე-პრეზიდენტებმა - ბესარიონ კანთელაძემ და ხატია კლდიაშვილმა „სტუდენტური დღეების“ ეგიდით ჩატარებული სხვადასხვა სპორტულ, კულტურულ თუ ინტელექტუალურ შეჯიბრში გამარჯვებულებს სერთიფიკატები და სპეციალური სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
აწსუ რექტორმა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სტუდენტებს მადლობა გადაუხადეს „სტუდენტური დღეების“ მასშტაბურად და საინტერესოდ ჩატარებისათვის.
გამარჯვებულთა დაჯილდოების შემდეგ გაიმართა ჯგუფ „თეატრალური კვარტეტის“ სოლო კონცერტი. ჯგუფმა ღონისძიება ქუთაისზე სიმღერებით დაიწყო და თავიანთი რეპერტუარიდან საუკეთესო სიმღერები შეასრულა. როგორც „თეატრალური კვარტეტის“ წევრებმა აღნიშნეს, ეს მათთვის კონცერტი კი არა, ყველაზე გემოვნებიან მსმენელებთან გამოცდის ჩაბარებაა.