Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

შსს-მ ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

თარიღი : 21-11-2015, 23:32 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ყაჩაღობაში დახმარების ბრალდებით, სამი პირი: 1985 წელს დაბადებული გელა ქ., 1995 წელს დაბადებული გოჩა ქ. და 1997 წელს დაბადებული ჯამბულ ქ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ერთ-ერთი ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს - გელა ქ-ს გაურიგდნენ, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, იარაღის მუქარით, თანამზრახველებთან ერთად, ავტოგასამართი სადგური დააყაჩაღეს, საიდანაც 6 000 ლარი გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულები ქუთაისში დააკავეს. სამივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ყაჩაღობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 24-179-ე მუხლით).


ნანახია: 2600-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული მომხდარიდან 2 დღეში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას,
გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 9 თებერვალს, თერჯოლის რაიონის სოფელ ქვედა სიმონეთში ლაშა მ. თანამზრახველებთან ერთად თავს
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

ამინდი