Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"სამტრედიელებს ალბათ გაუხარდებათ, რომ ნახევარი სამტრედია ხონს უერთდება, ნახევარი კი, ვანს"

თარიღი : 21-11-2015, 22:25 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"თავისუფალი საქართველოს" ლიდერის კახა კუკავას განცხადებით, ხელისუფლებას სურს, რომ მომავალი არჩევნები, შევარდნაძე-სააკაშვილის დროს არსებული საარჩევნო სისტემით ჩაატაროს.
კუკავას თქმით, მაჟორიტარული არჩევნები საქართველოს რაიონებს დაყოფს.

"ეს არის საქართველოს რაიონების დაჩეხვა. საზღვრები იცვლება. მაჟორიტარები აღარ ეყოლება ონს, ლენტეხს, ხულოს, შუახევს, ლაგოდეხს. ასეთი არის 30-ზე მეტი რაიონი. მაჟორიტარი არ ეყოლება სამტრედიას და ამ სქემის მიხედვით სამტრედიელებს ალბათ გაუხარდებათ, რომ ნახევარი სამტრედია ხონს უერთდება, ნახევარი კი, ვანს", - განაცხადა კუკავამ.

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა არის მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და არა ის, რომ მაჟორიტარული სისტემა მოარგონ ცალკეულ მაჟორიტარ დეპუტატს.

"ქართული დასის" ლიდერის, ჯონდი ბაღათურიას თქმით, შეხვედრაზე "ქართული ოცნება" ძველი პოზიციით მოვიდა.

"მეჩვენება, რომ ამ პოზიციას ცოტა ხისტად აყენებენ, თუმცა რადგან მათ დიალოგის სურვილი გამოიჩინეს, ჩვენ ვართ შედეგზე ორიენტირებული და საკმაოდ კონსტრუქციულად განწყობილები, ამიტომ დღეს იმაზე შევთანხმდით, რომ დიალოგი საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე გავაგრძელოთ. იმედი მაქვს, რომ შევძლებთ რამდენიმე შეხვედრის შემდეგ ერთმანეთი დავარწმუნოთ იმაში, რომ დღეს აუცილებელია საარჩევნო რეფორმა და არა კოსმეტიკური, არამედ რეალური საკვანძო ცვლილებები",- განაცხადა ბაღათურიამ.


ნანახია: 2404-ჯერ

მსგავსი სიახლეები
NDI-ის მიერ გამოკითხულთა თითქმის ნახევარი მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნების მომხრეა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე 8 ოქტომბრის პროპორციული არჩევნების და მაჟორიტარული არჩევნების პირველი ტურის,
აღნიშნული საკითხი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე განიხილა.
მმართველი გუნდის ინიციატივა იმერეთის რეგიონზე ამგვარად აისახა:
2016 წლის 8 ოქტომბერს ქუთაისი 3 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

ამინდი