Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის საკრებულოს „რესპუბლიკელ “ დეპუტატს კოლეგებმა კომისიის სხდომა დაუმალეს?

თარიღი : 20-11-2015, 23:17 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი, "რესპუბლიკელი" ნატო ქათამაძე კოლეგებს საყვედურობს. დეპუტატი უკმაყოფილებას გამოხატავს იმ ფაქტის გამო, რომ საკრებულოს წევრებმა რამდენიმე დღის წინ ჩაშლილი საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის სხდომა დღეს განაახლეს. აღნიშნულ სხდომაზე დეპუტატებმა ქუთაისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.

"სულ ახლახან ვგებულობ, რომ დღეს, გაურკვეველი პოლიტიკური ორიენტაციის ქალბატონს (ადრე იყო "თავისუფალი დემოკრატი)" ქუთაისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეს, ლელა ქელბაქიანს ჩაუტარებია კომისიის სხდომა. კომისიის სხდომა ჩაიშალა რამდენიმე დღის წინ. მე პირადად, როგორც აღნიშნული კომისიის წევრმა, იმ დღის წესრიგს, სადაც მერიის მიერ უკან გაწვეული ბიუჯეტი იხილებოდა, მხარი არ დავუჭირე. ეხლა ვიგებ, დღეს 3 საათზე ჩაუტარებიათ კომისიის სხდომა, რომლის შესახებაც ინფორმირებული არ ვიყავი. კომისიის სხდომას არ ესწრებოდა ასევე კოალიციის წევრი კახაბერ დვალიშვილი, რომელიც ჩემს მსგავსად წინა კომისიის დღის წესრიგის დამტკიცების წინააღმდეგი წავიდა. როგორც ჩანს ამის გამო "დავისაჯეთ". მე ვეკითხები საკრებულოს თავმჯდომარეს, რამდენად სწორად მიგაჩნიათ ეს ქმედება და ათასპარტია გამოვლილი ქალი რატომ ახდენს "ქართული ოცნების" იმ დეპუტატების დისკრედიტაციას, რომლებმაც წლები შევალიეთ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას?," – აცხადებს ნატო ქათამაძე.

ცნობისთვის, ნატო ქათამაძის მიერ გაკეთებული აღნიშნული განცხადება ერთადერთი არ არის, ქუთაისის ბოლო მოწვევის საკრებულოს ისტორიაში. "რესპუბლიკელი" დეპუტატი საკუთარი გუნდის წევრებს და არა მარტო მათ, ქალაქის საკრებულოს სხდომებსა თუ სხდომებს მიღმა, ხშირად აკრიტიკებს.


ნანახია: 2259-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საკრებულოს 10 დეპუტატი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის თამაზ მარგველაშვილისა და საკრებულოს საფინანსო კომისიის
ხარაგაულის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის(თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი) სხდომაზე, კომისიის წევრებმა 2016 წლის საბიუჯეტო
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ნატო ქათამაძის ღია წერილს პასუხობს.
პოსტებზე არჩეული ყველა კანდიდატი საკრებულოს მმართველი ძალის წარმომადგენელია
ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები საკრებულოს საფინანსო კომისიის თავმჯდომარის გოგიტა გოგელაშვილისათვის

ამინდი