ზესტაფონის გამგეობას ახალი ნაგავმზიდი 158 000 ლარი დაუჯდა
თარიღი : 20-11-2015, 19:37 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვის ცენტრის ავტოპარკი ახალი ტექნიკით განახლდა. დასუფთავების სამსახურმა სპეციალიზირებული ნაგავმზიდი შეიძინა, რომლის ღირებულება დაახლოებით 158 ათასი ლარია. სერვის ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, ახალი ტექნიკა იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ უფრო ეფექტური გახდეს დასუფთავების სამსახურის მუშაობა. გია ორბელაძის თქმით, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტში მაქსიმალურად სუფთა გარემო იყოს. ახალი ნაგავმზიდი დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.