საჩხერეში საგზაო ნიშნების რეაბილიტაციისთვის 287.777 ლარი ცენტრალული ბიუჯეტიდან გამოიყო
თარიღი : 20-11-2015, 17:15 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

საჩხერის მუნიციპალიტეტში საგზაო ნიშნებს ცვლიან, ხოლო საგზაო მონიშვნები თავიდან ხორციელდება. სამუშაოების ფარგლებში, ამ დროისთვის რამდენიმე ქუჩაზე საგზაო ნიშნების დემონტაჟი მიმდინარეობს. საგზაო ნიშნების რეაბილიტაციისთვის 287.777 ლარი ცენტრალული ბიუჯეტიდან გამოიყო. პროექტს შ.პ.ს. ,,გზაჯვარედინი’’ ასრულებს. მიმდინარე სამუშაოები საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მალხაზ ბაზაზემ მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან ბენიამენ ფალავანდიშვილთან ერთად დაათვალიერა.