"გამგებელი ახლო ხედით," - კონსტანტინე მამისეიშვილი

საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-მ (გაიგე მთავარი იმერეთში) დაიწყო ახალი რუბრიკა სახელწოდებით: გამგებლები ახლო ხედით.
საინფორმაციო სააგენტოს მკითხველს საშუალება ექნება კვირაში ერთხელ გაეცნოს იმერეთის მუნიციპალიტეტების გამგებლების დოსიეებს, პოლიტიკურ მიზნებსა და გეგმებს, სამოქმედო რაიონებში დაგეგმილ თუ უკვე განხორციელებულ პროექტებს, სურვილებს, მისწრაფებებს, ოცნებებს, შეცდომებად ჩათვლილ ნაბიჯებს და მოსახლეობის მისამართით გაჟღერებულ მესიჯებს. რუბრიკის მორიგი სტუმარი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილია.
1. სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, განათლება, ოჯახური მდგომარეობა;
კონსტანტინე მამისეიშვილი. დავიბადე 1975 წლის 18 აპრილს. დავამთავრე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ტექნიკური ინსტიტუტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტის, ასევე ჰუმანიტარულ ტექნიკური ინსტიტუტის მაგისტრატურის სრული კურსი სპეციალობით- სამოქალაქო სამართალი. მაქვს სამოქალაქო სამართლის მაგისტრის ხარისხის იურისტის კვალიფიკაცია, მყავს მეუღლე და სამი შვილი.
2. რას ნიშნავს თქვენთვის მოცემული მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობა?
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობა, ჩემთვის არის უდიდესი პასუხისმგებლობა ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე. იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც ნდობა გამომიცხადეს.ეს არის პასუხისმგებლობა ცენტრალური ხელისუფლების წინაშე. ეს არის საკუთარი თავის, დაგროვილი ცოდნის რეალიზების საშუალება, სხვების პრობლემების გათავისება, დაკისრებული მოვალეობების შესრულება, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება, მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვა.
3. როგორ ფიქრობთ, რამდენად კარგად იცნობთ თქვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საჭიროებებს?
მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საჭიროებებს ბუნებრივია კარგად ვიცნო. მოსახლეობასთან ინტენსიური შეხვედრები, მათი წერილები, ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურებისა და გამგებლის წარმომადგენლების კოორდინირებული მუშაობა იძლევა ნათელ სურათს თუ რომელი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაა აუცილებელი, რა ღონისძიებებია გასატარებელი მწვავე სოციალურ- ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად.
4. ათბალიანი სისტემიდან რამდენი ბალით შეაფასებდით თქვენი როგორც გამგებლის საქმიანობას?
ძნელია შეაფასო საკუთარი თავი და საქმიანობა. სასურველია ობიექტური შეფასება ამ შემთხვევაში სხვებმა(თუნდაც ოპონენტებმა) გააკეთონ.
5. დაასრულეთ ფრაზა: რომ არ ვიყო ის, ვინც დღეს ვარ...
უფალი თითოეულ ჩვენგანს ისეთი ჯვარს არგუნებს, რომლის ტარებაც შეგვიძლია. კმაყოფილება კაცის მომაკვდინებელი ცოდვაა. სინანული აუცილებელია. კეთილი საქმის კეთება, მოყვასისა და ქვეყნის სამსახური საჯილდაო ქვაა, რომლის ზიდვა თითეული ჩვენგანის ტვირთი, მისანი და მიზანია.
6. რას შეცვლიდით თქვენს ცხოვრებაში ცხოვრების თავიდან დაწყება რომ შეგეძლოთ?
წლებს თან სდევს გამოცდილება, რომლის გათვალისწინებით, შეიძლება კონკრეტულ სიტუაციებში რაღაც შემეცვალა, თუმცა არსებითი ხასიათის ცვლილებას არ გავაკეთებდი.
7. დაასახელეთ ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებასა და გადაწყვეტილებებზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს;
ყველა ჩვენგანის ცხოვრებასა და გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს ოჯახი, ის წრე, რომელშიც გავიზარდეთ. ის იდეალები, რომლებიც შეგვაყვარეს. ის ღირებულებები, რომელსაც ემსახურებოდნენ ჩვენი სახელოვანი წინაპრები. ის რწმენა, რომელმაც გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა და რომელიც არის სულიერი საზრდო მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის.
8.დაასახელეთ თქვენი საყვარელი წინადადება და ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად იმეორებთ;
,,ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი,’’- ეს არის ჩემი საყვარელი ფრაზა, რომელიც მამხნევებს და მაძლევს ძალას იმისათვის, რომ წინააღმდეგობების მიუხედავად, ყველაფერი გავაკეთო სასიკეთო შედეგის მისაღებად.
9.რას ეტყოდით ამომრჩევლებს ან უბრალოდ მხარდამჭერებსა და გულშემატკივრებს topnews.com.ge-ს მეშვეობით?
წყალტუბოს მოსახლეობას მინდა მადლობა ვუთხრა ნდობისათვის. მინდა დავაიმედო, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ყველა ის პრობლემა, რაც არსებობს იქნება გათვალისწინებული და გადაჭრილი. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც გასაკეთებელია, რათა ყოველმა ჩვენგანმა მიიღოს მისთვის საოცნებო და ნაფიქრი ქალაქი თუ სოფელი. წყალტუბოს გადავაქცევთ ისეთ კურორტად როგორიც თითოეულ წყალტუბოელს უნდა რომ იყოს.
10. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი მუნიციპალიტეტის მომავალი 10 წლის შემდეგ?
მჯერა, რომ 10 წლის შემდეგ წყალტუბო იქნება ერთ-ერთი გამორჩეული კურორტი საქართველოში, რომლის გამართული ინფრასტრუქტურა, უნიკალური სამკურნალო წყლები და მღვიმეები, კომფორტული სასტუმროები ვიზიტორებსა და დამსვენებლებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს დაუტოვებს, ხოლო ადგილობრივ მოსახლეობას დასაქმებისა და ნორმალური ცხოვრების პირობებს შეუქმნის.
11. ყველაზე მეტად რასაც განვიცდი, არის...
ყველაზე მეტად განვიცდი იმ ფაქტს, რომ მსოფლიო დგას ტერორიზმის საფრთხის წინაშე, რომ მიუხედავად კეთილი ნებისა, ვერ ხერხდება საქართველოს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება, რომ არსებობენ სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, რომელთა შვილებს არა აქვთ ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობები.
12. როგორ ფიქრობთ, რით განსხვადებით თქვენი მუნიციპალიტეტის უკვე ყოფილი გამგებლებისგან? რა არის თქვენი უპირატესობა მათთან მიმართებაში?
უპირატესობებზე საუბარი არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. ვცდილობ ვიყო სამართლიანი, დავაფასო ადამიანების შრომა და გავაკეთო ყველაფერი ჩემი ქალაქისა და ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის.
13. სად წარმოგიდგენიათ თქვენი თავი და საქმიანობა იმ დროს, როდესაც თქვენი კაბინეტის კარზე აღარ იქნება აბრა თქვენი სახელით და გვარით?
თანამდებობა არ არის ჩემი თვითმიზანი, სადაც არ უნდა ვიყო ყოველთვის ვიქნები ორიენტირებული ხარისხიანად შესრულებულ სამუშაოზე.
14. რას ურჩევდით თქვენს მემკვიდრეს?
უფალმა ადამიანი თავის ხატად და სახედ შექმნა, ამიტომ მისი უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფრო და უფრო სრულყოფილი გახდეს და დაემსგავსოს შემქმნელს. ჩემს მემკვიდრეს სულიერ და პიროვნულ სრულყოფას ვუსურვებდი და ვურჩევდი ყოველთვის სიყვარულით ეცხოვროს, ჰქონდეს სინანულის განცდა და ეცადოს გაულამაზოს ცხოვრება საყვარელ ადამიანებს.
15. რას ნიშნავს თქვენთვის ძლიერი პოლიტიკური ოპონენტი?
ძლიერი პოლიტიკური ოპონენტი ჩემთვის ძლიერი და სუსტი მხარეების მუდმივად კონტროლსა და პოლემიკისთვის მზადყოფნას ნიშნავს. ეს აუცილებელია, რათა შეძლო მოვლენათა ობიექტური შეფასება და პრინციპური გადაწყვეტილებების მიღება.
16. დაასახელეთ მინიმუმ ხუთი საქმე, რომელიც თქვენი გამგებლობის პერიოდში მუნიციპალიტეტში გაკეთდა.
ადგილობრივი თვითმმართველობის შემდეგ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა წყალტუბოს ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, მისი როგორც სამკურნალო კურორტის პოპულარიზაციის, ტურისტული პოტენციალის სრულად გამოყენებისა და თანამედროვე ტიპის ევროპულ ქალაქად გადაქცევის მიმართულებით. გაგრძელდა მინერალური წყაროების, პარკისა და აბაზანების აღდგენა-განახლების პროცესი. ქალაქმა მთლიანად შეიცვალა იერ-სახე. ცენტრალური პარკის რეაბილიტაციამ, წყალტუბოს ცენტრში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტების განახლებამ, გზების, სავალი ბილიკების, გარე განათების ქსელის მოწყობამ, გამწვანების სამუშაოების დასრულებამ, კეთილმოწყობილმა სასტუმროებმა და აბაზანებმა დადებითად იმოქმედა დამსვენებელთა და ტურისტთა რაოდენობაზეც. მუნიციპალური განვითრების ფონდის დაკვეთით და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით დასრულდა 10 უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, რომელთა ღირებულება დაახლოებით 50 000 000 ლარია. უმნიშვნელოვანესია წყალტუბოში პირველი ბავშვთა ინკლუზიური ცენტრის ფუნქციონირება. საბავშვო ბაღებისა(6) და ბილიოთეკების (21)გახსნა.
17. დაასრულეთ წინადადება უახლოეს ხუთ წელიწადში მინდა ... წყალტუბოს ჰქონდეს წამყვანი ბალნეოლოგიური კურორტის სტატუსი, გამართული ინფრასტრუქტურა, გაიზარდოს ოჯახური ტიპის სასტუმროების, მაღაზიების, კაფეების რიცხვი. შეიქმნას სამუშაო ადგილები და პირობები მოსახლეობის სოციალურ- ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად.
18. ჩემი ოცნებაა ჩვენს ქვეყანაში ყველა უსახლკაროს ჰქონდეს თავშესაფარი, ყველა დაავადებულს მაღალკვალიფიციური მკურნალობის ჩატარების შესაძლებლობა.