Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

არასამთავრობოების რჩევები ხელისუფლებას-როგორ დავძლიოთ ოკუპაცია

თარიღი : 7-10-2013, 20:23 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიიონში ე.წ. საზღვრის ორგანიზებასა და ეთნიკური ნიშნით ქართველების შევიწროვებასთან დაკავშირებით, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" ორგანიზებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში, რომელსაც ხელს 33 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს, ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გასწიოს, რათა კონფლიქტის ზონაში მაცხოვრებლებს ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა მიეცეთ.
„უკანასკნელი კვირების განმავლობაში სოფლებში-დიცსა და დვანში რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ ე.წ. საზღვრის გავლების პროცესი უაღრესად აღმაშფოთებელი და საშიში პროცესია. ეს კიდევ უფრო ფეთქებადსაშიშს ხდის ისედაც დაძაბულ ვითარებას კონფლიქტის ზონაში. ახალი ვითარების პირობებში სოფლის მცხოვრებლებს დამატებითი საყოფაცხოვრებო თუ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები ექმნებათ, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ადამიანებზე, რომლებსაც საკუთარი სახლების, ნარგავებისა და საფლავების ე.წ. საზღვარს მიღმა დატოვება უწევთ. რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფხაზეთში მიმდინარეობს იმ მოქალაქეთა შევიწროვება, კერძოდ, ბაღებიდან ბავშვების გარიცხვა, რომლებსაც აფხაზეთის ე.წ. პასპორთტან ერტდ, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაც გააჩნიათ. ნათელია, რომ რუსეთი არ სცემს პატივს მის მიერ ოკუპირებული საქართველოს მცდელობას აღადგინოს ჰუმანიტარული, კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობა მეზობელთან,“ - ნათქვამია განცხადებაში.
არასამთავრობოების აზრით, ვილნიუსის სამიტის წინ ანექსიისა და ეთნიკური ნიშნით ქართველების შევიწროვების გაგრძელებული პროცესი იმის დასტურია, რომ რუსეთი ცდილობს გადამწყვეტი გავლენა მოახდინოს საქართველოს საშინაო პოლიტიკის ფორმირებაზე. ხოლო ამავე განცხადების მიხედვით, აღნიშნული ვითარება ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ქვეყნის საშინაო პოლიტიკის ფორმირებაზე გავლენის მოხდენაზე მიუთითებს.
არასამთავრობოები თვლიან, რომ მოცემულ ვითარებაში სახელმწიფოს რეაქცია მშვიდობიანი უნდა იყოს და რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის დარღვევის უხეშ გამოვლინებებს მხოლოდ დიპლომატიური ინსტრუმენტები უნდა დაუპირისპირდეს. გარდა ამისა, ორგანიზაციები საჭიროდ თვლიან, ქვეყნის პრემიერთან იმგვარი ტიპის ფორუმის ორგანიზებას, სადაც სხვადასხვა პოლიტიკური ხედვისა და გამოცდილების დიპლომატები და საგარეო პოლიტიკის ექსპერტები შეიკრიბებიან.
„მნიშვნელოვანია საგარეო პოლიტიკის გააქტიურება, რათ ყველა საერთაშორისო ფორუმსა და ორმხრივ შეხვედრებში რუსეთთან საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოები კვლავ აყენებდნენ საქართველოს ოკუპაციის საკითხს და გრძელდებოდეს რუსეთის პერმანენტული წნეხი საქართველოს საკითხთან დაკავშირებით. ოკუპაციის პროცესმა საქართველოს მთავრობას უნდა მიაღებინოს საპასუხო განცხადებების გაკეთების გადაწყვეტილება და ითქვას, რომ შეუძლებელი იქნება სოჭის ოლიმპიადაზე მონაწილეობა, მსხვილი ეკონომიკური პროექტების განხილვა, მათ შორის, რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის გახსნაზე საუბარი. მთავრობის მიერ განხილული იქნას კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოქალაქეებისათვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების საკითხი, რომელმაც უნდა მოახდინოს მათი სოციალურ-ეკონომიკური, ჯანმრთელობის დაცვის და სხვა საჭიროებების უზრუნველყოფა, რათა თავიდან იქნას აცილებული კონფლიქტის ზონების საქართველოს მოქალაქეებისგან დაცლა,“ - ნათქვამია განცხადებაში.


ნანახია: 1721-ჯერ

მსგავსი სიახლეები
განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველო დიდი ევროპული ოჯახის ცივილიზაციის და კულტურის ნაწილია და მის აღნიშნულ მდგომარეობას
"ახალი პოლიტიკური ცენტრი- გირჩი" ეკონომიკური პროგრამის წარდგენას რეგიონებში ამჯერად არასამთავრობო სექტორთან აგრძელებს.
„არა ოკუპაციას“, „ჟურნალისტები ოკუპაციის წინააღმდეგ“, „გამოვფხილზდეთ,“ - ამ სლოგანებით ქუთაისში, რეგიონული მედიის
'არა ოკუპაციას', 'არა რუსეთს', 'რუსეთი ოკუპანტია',-მსგავსი სახის წარწერები, დღეს ქუთაისის ქუჩებში, არასამთავრობო ოგანიზაცია
[online][/online]
[offline][/offline]
: Mariana , Гости | 17.02.14 | 
These pieces really set a standard in the inuytsrd.
[online][/online]
[offline][/offline]
: Sebastian , Гости | 18.02.14 | 
<a href="http://yolvvduw.com">Ther'es</a> nothing like the relief of finding what you're looking for.
[online][/online]
[offline][/offline]
: Doneys , Гости | 18.02.14 | 
Super inmotfarive writing; keep it up. http://xyskogfbn.com siknqdcux [link=http://mudwgd.com]mudwgd[/link]
[online][/online]
[offline][/offline]
: Imane , Гости | 18.02.14 | 
Big help, big help. And <a href="http://nzuchogo.com">suaplretive</a> news of course.
[online][/online]
[offline][/offline]
[online][/online]
[offline][/offline]
[online][/online]
[offline][/offline]
[online][/online]
[offline][/offline]
[online][/online]
[offline][/offline]

ამინდი