Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"სიყვარული გვაკლია დღეს იმიტომ, რომ ქრისტეში არ ვართ გაერთიანებული"

თარიღი : 19-11-2015, 20:29 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
რელიგიურ-საზოგადოებრივმა ორგანიზაცია "ფერისცვალებამ" საზოგადოება "ქუთაისი"-ს ოფისში დისკუსია გამართა. დისკუსიის თემას ეროვნულ-მართმადიდებლური ცნობიერება და დემოკრატიული წეს-წყობილება წარმოადგენდა. დისკუსიაში სასულიერო პირები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

"მართმადიდებლობა საქართველოს სახელმწიფოებრიობის საკითხში უდიდესი როლის მქონეა. კონსტიტუციის თანახმად კი ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფო ვართ. ძალიან ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ დემოკრატიული წეს-წყობილება წაგვართმევს ჩვენს სარწმუნოებას. ეს ასე არაა. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათი ორიენტაცია მკვეთრად გამოკვეთილი არ არის. მე ვთვლი, რომ მათ ჩვენი ქვეყნის მშენებლობაში საკუთარი წვრილი უნდა შეიტანონ, "- ამბობს ორგანიზაცია "ფერისცვალების" დამფუძნებელი ვლადიმერ ჩხიკვაძე.

შეხვედრაზე გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, განათლების სამინისტრო არ თანამშრომლობს იმ რელიგიურ ორგანიზაციებთან, რომელთაც განათლებისა და სარწმუნოების კუთხით მეტი ცოდნა აქვთ.

"ჩვენ გვინდა კონკორდატის ამოქმედება. გვინდა ქვეყანა განვითარდეს ქრისტეს გზით, ჩვენი რწმენით და ტრადიციებით."-ამბობს ვლადიმერ ჩხიკვაძე.

შეხვედრაზე საკუთარი აზრი სასულიერო პირებმაც დააფიქსირეს.

" სიყვარული გვაკლია დღეს იმიტომ, რომ ქრისტეში არ ვართ გაერთიანებული. დემოკრატია ბოლომდე ვერავინ ვერ გაიგო. ვერც გაიგებენ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ვისი გორისა ვართ,"- ამბობს მამა ექვთიმე.

თამუნა სხულუხია


ნანახია: 2098-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"თაობათა დიალოგი"-ს ოფისში საქართველოს პარლამენტის წევრი და ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი სტუდენტებს,
'ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს' წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ცოტნე ზურაბიანი წყალტუბოში მოქმედ
მოწვეულმა მწერალმა ტორესა მოსიმ საქართველოში განათლების და კულტურის სფეროში არსებულ პრობლემებსა და საკუთარ შემოქმედებაზე ისაუბრა.
ცამციშვილის თქმით, ქართული საზოგადოება უკულტურო საზოგადოებაა.
'ჩართულობის არარსებობის გარდა დასახვეწია კანონმდებლობაც'
"ევროპა ჩვენი სახლია" ქუთაისში საქართველოს პარლამენტის ფუნქციონირების საკითხთან დაკავშირებით ქალაქსა და ქვეყანაში მოქმედი

ამინდი