Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ადრენალინი, ექსტრიმი და ტესტი საკუთარ შესაძლებლობებს-ის, რაც ავტომრბოლელებს აერთიანებთ

თარიღი : 19-11-2015, 20:00 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, ინტერვიუ   
topnews.com.ge
ნიკა სვანიძე ავტო-მოტო კლუბ "იმერეთი"-ს დამფუძნებელი და პრეზიდენტია. აღნიშნული კლუბი 2013 წლიდან ფუნქციონირებს. ნიკა პროფესიით ექსპერტ-კრიმინალისტია. ავტორბოლით ადრეული ასაკიდანვე დაინტერესდა და გადაწყვიტა თვითონაც ეცადა ბედი სპორტის ამ სახეობაში. დღეს უკვე ავტომრბოლელი აღარაა. მისთვის საყვარელ საქმიანობად კლუბის ხელმძღვანელობა და ავტო რბოლების ორგანიზება იქცა. Topnews.com.ge ნიკა სვანიძეს სწორედ აღნიშნული კლუბის ირგვლივ ესაუბრა.

როგორ შეიქმნა ავტო მოტო კლუბი?
-ჩემი ბევრი მეგობარი დაიღუპა ამ სპორტით იმის გამო, რომ შეჯიბრებები არალეგალურად ტარდებოდა. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება დამეფუძნებინა კლუბი და გამეკეთებინა ღონისძიებები. ვისაც ადრენალინის მოზღვავება აქვს და ვისაც უყვარს ეს სპორტი, მოსულიყო, უსაფრთხოების ნორმების დაცვით გამოევლინა თავისი შესაძლებლობები და ბოლომდე დახარჯულიყო.

http://topnews.com.ge/photo/news/20151119201057.png

რამდენად განვითარებული სპორტის ეს სახეობა ქუთაისში, იმერეთის რეგიონში?
-ვერ ვიტყვი, რომ ძალიან განვითარებულია. აქ ახლა იდგამს და ვითარდება ავტო -მოტო სპორტი და კარგი იქნება, თუ უფრო მეტი ყურადღება მიექცევა ორივე სპორტის სახეობას. ეს ხალხის დაინტერესებასაც გაზრდის. მომავალი აქვს სპორტის აღნიშნულ სახეობებს.

რა პრობლემები აქვს დღეს ავტო- მოტო კლუბს?
-ერთ- ერთი დიდი პრობლემა სპონსორის არ ყოლაა. დაფინანსება არ გვაქვს, რაც გარკვეულწილად აფერხებს ჩვენს საქმიანობას. ასევე არის სავარჯიშო ტერიტორიის პრობლემა. კარგი იქნება თუ ეს აღმოიფხვრება და ავტომრბოლელებს ექნებათ მათთვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილი, სადაც ისინი თავისუფლად ივარჯიშებენ.

რამდენად დაინტერესებულები არიან ავტო- მოტო სპორტით ახალგაზდრები?
-ქუთაისში ახალგაზრდების დაინტერესება ძალიან დიდია. ძალიან ბევრი ადამიანი პერსპექტიული სპორტსმენია, თუმცა სამწუხაროდ არ აქვთ შესაბამისი პირობები რომ ივარჯიშონ. თბილისში გამართულ შეჯიბრებებში მხოლოდ ერთეულებმა კი არა, ბევრმა სცადოს მონაწილეობის მიღება.

http://topnews.com.ge/photo/news/20151119201152.png


ქუთაისელ გოგონებს რამდენად იზიდავს და აინტერესებს ეს სპორტი?
- გოგონები დაინტერესებულები არიან ავტოსპორტით, მაგრამ სავარჯიშო ადგილის არ ქონის გამო ვერ ვარჯიშობენ ჩვენი კლუბის წევრი გოგონები. კლუბი აქტიურად ვმუშაობთ იმ საკითხზე, რომ ავტორბოლების მონაწილეთა შორის გოგონებიც ვიხილოთ. არ დაგიმალავთ, ძალიან მომწონს ქალი ავტომობილს კარგად რომ მართავს.

რამდენად იმერეთს ჰყავს პროფესიონალი ავტომრბოლელი და ძირითადად რა კატეგორიის ადამიანები იღებენ მონაწილოებას ავტორბოლებში?
-ჯერჯერობით არ ჰყავს, თუმცა ჩვენი კლუბიდან ძალიან წარმატებულია თბილისელი ნუკრი ჯანგველაძე. ის საქართველოს მრავალგზის ჩემპიონია. წარმატებული და საკმაოდ ტიტულოვანი სპორტსმენია გიორგი აბრამია. ასევე, ვეტერანი სპორტსმენი ავთანდილ გოგოლაძე. ჩვენი კლუბის წევრი ზურაბ ვაშაყმაძე იბრძვის ჩემპიონატის სამეულში მოხვედრისათვის. შეჯიბრში მონაწილეობას იღებენ ადგილობრივი მოყვარული მრბოლელები, ჩემპიონობის კანდიდატები და პროფესიონალი მრბოლელები.

ახსენეთ, რომ სპორტის ეს სახეობა ძალიან გიყვართ. საინტერესოა, რამდენად მოაქვს შემოსავალი ავტო-მოტო სპორტს საქართველოში?
ჩვენი კლუბის არც ერთ წევრს ანაზღაურება არ აქვს და არც აინტერესებთ კლუბიდან შემოსავლის მიღება. ჩვენთვის მთავარია დავგეგმოთ, ჩავატაროთ, ვისიამოვნოთ შეჯიბრით და მშვიდობიანად დავასრულოთ რბოლა. ჩვენ ამ საქმეს ვაკეთებთ სიყვარულით და ვცდილობთ განვავითაროთ ეს სპორტი. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. გვახარებს ის ფაქტი, რომ ავტორბოლით მაყურებელთა დაინტერესება დიდია. ათასობით ადამიანი მოდის შეჯიბრზე. ყველა ცდილობს, რომ წინ მოექცეს. ამიტომ ვიყენებთ ხშირად ჯებირებს, რათა ამ ადამიანების უსაფრთხოებს დავიცვათ. ჩემთვის ავტო-მოტო კლუბის ხელმძღვანელობა ძალიან დიდ პასუხისმგებლობას და ასევე, საქმისადმი უდიდეს სიყვარულსა და ენთუზიაზმს უკავშირდება. მყავს ძალიან აქტიური გუნდი, რომლებთანაც მუშაობა არასოდეს მომწყინდება, რადგან ყველა ძალიან კარგად აკეთებს მის საქმეს.

როგორც ვიცით, ავტო-მოტო კლუბის წევრები საქველმოქმედო საქმიანობასაც ეწევით. ვის და როგორ დაეხმარეთ?
-რამდენიმე საქველმოქმედო აქცია გავაკეთეთ. ერთ-ერთი მათგანი მარტში განვახორციელეთ, რომლის დროსაც სოფელ ორპირში გამართული ავტორბოლის დროს შეგროვებული თანხით დავეხმარეთ მშენებარე ტაძარს. ასევე, დავეხმარეთ ბაღდათის რაიონში მცხოვრებ ცელემბრალული დამბლით დაავადებულ 3 წლის გოგონას, რომელსაც პირველადი მოხმარების ნივთები, სათამაშოები, ტანსაცმელი ჩავუტანეთ და ფულადი თანხა გადავეცით. ამ ბავშვისთვის დახმარების გაწევა არც ამის შემდეგ შეგვიწყვეტია. კლუბის წევრები მომავალში საქველმოქმედო ორგანიზაციის ჩამოყალიბებას და მსგავსი აქტივობების მომავალში განხორციელებასაც ვგეგმავთ.

რა არის ავტო- მოტო კლუბის სამომავლო გეგმები?
-მიმდინარე წლის ბოლოს გაიმართება იმერეთის რეგიონში ჩვენს მიერ დაწყებული ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპი, რომელმაც ავტორბოლაში იმერეთის ჩემპიონი უნდა გამოავლინოს. გვინდა შეჯიბრი ქუთაისში გაიმართოს, თუ ადგილობრივი ხელისუფლება დაგვრთავს ნებას და მხარს დაგვიჭერს. მომავალში გვინდა განვვითარდეთ. მთელი დასავლეთ საქართველოს მასშტაბით გავმართოთ შეჯიბრებები და დავაარსოთ ფილიალები.

ესაუბრა თამუნა სხულუხია


ნანახია: 3552-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ავტორბოლას ორგანიზებას ავტო-მოტო კლუბი 'იმერეთი' უწევს.
კლუბმა რბოლის გამართვის ნებართვა მუნიციპალიტეტის გამგებელ ვალერიანე ფოცხვერიასგან მიიღო.
იმერეთის ჩემპიონატის წყვილთა რბოლის მეხუთე, დასკვნით ეტაპს საინფორმაციო მხარდაჭერას საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge უწევს.
მიმდინარე წლის 28 მაისს, მარტვილში, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე, წყვილთა რბოლაში 2016 წლის
მიმდინარე წლის ექვს დეკემბერს სამტრედიაში იმერეთის ჩემპიონატის მეხუთე ეტაპის ჩატარება იგეგმება.
გამარჯვებულებს საჩუქრად ძრავის ზეთები და აქსესუარები გადაეცემათ.

ამინდი