ქუთაისის საკრებულოს ქველმოქმედი დეპუტატები-შესაძლოა აკეთო კეთილი საქმე, მაგრამ ეს არ იყოს აფიშირებული

ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრში ქალაქის საკრებულოს დეპუტატების მიერ გაწეულ ქველმოქმედებაზე საუბრობენ. ცენტრის ხელმძღვანელის ლიკა კილაძის თქმით, დაწესებულებას ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე და დეპუტატები რამდენჯერმე ინდივიდუალურად დაეხმარნენ.
"ჩვენი დღის ცენტრი 6-დან 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის არის განკუთვნილი. ძირითადად ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო გვეხმარება. ქალაქის მერიამ რაც გაგვიკეთა იყო ის, რომ გადმოგვცა შესაფერისი ფართი ამ ბავშვებისთვის, ხოლო შემდეგ მივიღეთ ფინანსური დახმარება საკრებულოს დეპუტატებისგან. აღნიშნულ დღის ცენტრში შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებს მასწავლებლები, ოკუპაციური თერაპევტები, ექიმი ნევროლოგი და ფსიქოლოგი ჰყავთ. ორგანიზაციას საერთაშორისო დონორები და ბიზნეს-ორგანიზაციებიც ეხმარებიან. ცენტრი დიდ საქმეს აკეთებს, ამიტომ ვცდილობთ რაც შეიძლება მეტი დამატებითი დაფინანსება მივიღოთ დღის ცენტრისთვის. საკრებულოს დეპუტატები დაგვპირდნენ, რომ მომავალშიც დაგვეხმარებიან შესაძლებლობის ფარგლებში,"- ამბობს ლიკა კილაძე.
როგორც ირკვევა, ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრს ქუთაისის საკრებულოდან თავჯდომარის მოადგილეები ნიკა ლატარია და ბექა ყანჩელი ეხმარებიან. მათივე განცხადებით, სხვადასხვა სოციალური პროექტისათვის თანხა საკუთარი ანაზღაურებიდან გაიღეს.
"მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტით თანხები გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი სხვადასხვა ადამიანისთვის, ეს არ არის საკმარისი. ამიტომ ყოველთვიურად მონაცვლეობით ჩვენი ანაზღაურებიდან მოკრძალებულად ფინანსურად ვეხმარებით სხვადასხვა ორგანიზაციასა და პიროვნებას, რომელთა ჩამონათვალი საკმაოდ ბევრია. ამის აფიშირებას ჩვენ არ ვაკეთებდით. შესაძლოა აკეთო კეთილი საქმე, მაგრამ ეს არ იყოს აფიშირებული. ჩვენ გათავისებული გვქონდა ის, რომ როდესაც მოვდიოდით საკრებულოში, უნდა დავხმარებოდით იმ ადამიანებს, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე. რა თქმა უნდა, ამით არ ვჩერდებით და კვლავ გავიღებთ ფინანსურ დახმარებებს ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში. ვინმეს თუ გაუჩნდება ამ ადამიანების დახმარების სურვილი, შეუძლია შემოგვიერთდეს,"-ამბობს ბექა ყანჩელი.
თამუნა სხულუხია