გალაკტიონ ტაბიძის იუბილე მშობლიურ სოფელში
თარიღი : 18-11-2015, 18:38 | კატეგორია: საზოგადოება, კულტურა

ვანის მუნიციპალიტეტში გალაკტიონ ტაბიძის 124 წლის იუბილე აღინიშნა.
საზეიმო ღონისძიებებს იმერეთის მხარის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ხურციძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი, სასულიერო პირები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გალაკტიონის იუბილის აღნიშვნა პოეტის მშობლიურ სოფელ „ჭყვიშში“ დაიწყო, სადაც კულტურის ,სპორტის ,ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა ლიტერატურული კომპოზიცია სახელწოდებით „არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ“. ღონისძიების ბოლოს მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლმუზეუმები, რის შემდეგაც თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად ქ. ვანის ახლადრეაბილიტირებულ კულტურის ცენტრში გადაინაცვლეს, სადაც შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობებმა ითამაშეს სპექტაკლი „მოხუცი ჯამბაზები“. დასასრულს ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ხურციძემ სცენიდან მიულოცა კულტურის ცენტრში შეკრებილ საზოგადოებას გალაკტიონობა, მადლობა გადაუხადა რუსთაველის თეატრის მსახიობებს, მოწვეულ სტუმრებსა და ღონისძიების ყველა მონაწილეს.
დღესვე ქ. ვანის კულტურის ცენტრთან არსებულ სახალხო თეატრს, რომელსაც 100 წლის ისტორია აქვს, ცნობილი ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობის კარლო საკანდელიძის სახელი მიენიჭა.