„ქუთაისის მერიამ საბიუჯეტო კოდექსი, თვითმმართველობის კოდექსი და საკრებულოს რეგლამენტი დაარღვია“
თარიღი : 18-11-2015, 15:12 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ბესიკ ბრეგაძის თქმით, ქუთაისის მერიამ საკრებულოდან 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი ისე გამოითხოვა, რომ საკრებულომ შენიშვნების დაფიქსირება ვერ მოასწრო.
ბესიკ ბრეგაძის განცხადებით, მომდევნო წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით, მათ რიგი შენიშვნები ჰქონდათ, რომლის დაფიქსირების საშუალებაც, ქალაქის ხელისუფლებამ არ მისცა.
„16 ნოემბერს მერიამ საკრებულოში 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი წარმოადგინა, 17 ნოემბერს კი ისევ უკან წაიღო. ქალაქის საკრებულოსთვის ბიუჯეტის პროექტის გადმოგზავნას ფორმალური სახე ჰქონდა, რადგან კომისიებში მისი განხილვა ვერ მოხდა. ამით ქუთაისის მერიამ საბიუჯეტო კოდექსი, თვითმმართველობის კოდექსი და საკრებულოს რეგლამენტი დაარღვია“, - განაცხადა ბესიკ ბრეგაძემ.
დეპუტატს ქუთაისის საკრებულოში პასუხობენ. საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ნიკოლოზ ლატარიას თქმით, ბიუჯეტის პროექტის განხილვა ჯანდაცვის კომისიაში უკვე მოხდა, დანარჩენი შენიშვნების გაზიარება კი, ეტაპობრივად მოხდება.
ლატარიას მტკიცებით, ამით არც საკრებულოს რეგლამენტი და არც თვითმმართველობის კოდექსი არ დარღვეულა.
ქალაქის ვიცე-მერის კონსტანტინე ქავთარაძის თქმით, 2016 წლის ბიუჯეტი განსახილველად, ქუთაისი მერიას გამოუჩნდდა დამატებითი თანხები, რის გამოც აღნიშნული ბიუჯეტი უკანვე გაითხოვეს.