Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„პირი, რომელსაც გამოძიება კაცის ცემას ედავება, თურქეთში ქუთაისის სახედ იყო წარდგენილი“

თარიღი : 18-11-2015, 14:52 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრების მტკიცებით, ქალაქის საკრებულოს უფლებაშეჩერებულ თავმჯდომარეს კვლავ ემსახურება მძღოლი, გადაადგილდება თავმჯდომარის ავტომობილით და ერიცხება ხელფასი.
საკრებულოს დეპუტატის ამირან ძოწენიძის თქმით, დათო დვალი რამდენიმე დღის წინ თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.
„დათო დვალს ფორმალურად აქვს შეჩერებული საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილება, თორემ ის ყველა იმ რესურსს იყენებს, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარეს ეკუთვნის. ის რამდენიმე დღის წინ თურქეთშიც იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით. სირცხვილია, პირი, რომელსაც გამოძიება კაცის ცემას ედავება, თურქეთში ქუთაისის სახედ იყო წარდგენილი. ასევე, ჩემი ინფორმაციით, დვალს ემსახურება მძღოლი, ავტომობილიც და იღებს ხელფასსაც“, - აცხადებს ძოწენიძე.
ქუთაისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ბრალდებებს ქალაქის საკანონმდებლო ხელისუფლებაში პასუხობენ.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ნიკოლოზ ლატარიას თქმით, დათო დვალს შეჩერებული აქვს ხელფასი, ხოლო რაც შეეხება ავტომანქანით სარგებლობას, მას, როგორც რიგით დეპუტატს, უფლება აქვს ამომრჩეველთან საკრებულოს ავტომობილით გადაადგილდეს.
რაც შეეხება თურქეთში ვიზიტს, ლატარიას თქმით, ის ქვეყნის ფარგლებს გარეთ საკრებულოს რიგითი დეპუტატის რანგში იმყოფებოდა.


ნანახია: 2515-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"ევროპა ჩვენი სახლია"-ს თავმჯდომარეს კითხვებს ქუთაისის საკრებულოს აპარატში პასუხობენ.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია საკრებულოს ავტოპარკის სიმწირეზე საუბრობს.
ქუთაისის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს დავით დვალს ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ ერთჯერადი სოციალური დახმარება 2000 ლარი
მურღულიას თქმით, ის მიესალმება დვალის იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მან გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება დროებით

ამინდი