მდინარე ძირულაში მანქანა გადავარდა, ავტომობილში მყოფ ორსულ ქალბატონს მაშველები ეძებენ

ზესტაფონის რაიონში მდინარე ძირულაში მანქანა გადავარდა.
მანქანაში მყოფ ფეხმძიმე ქალბატონს მაშველები რამდენიმე საათია უშედეგოდ ეძებენ.
როგორც topnews.com.ge-ს განუცხადეს, მსუბუქ ავტომობილში, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მოძრაობდა, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ისხდნენ.
მანქანაში მყოფი 2 მგზავრი, ავტომობილის მდინარეში გადავარდნის შემდეგ, წყლიდან მალევე ამოვიდნენ. მათ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში აცხადებენ, ავტომობილი მაშველებმა რამდენიმე წუთის წინ იპოვეს. ქალბატონის ძებნა კი ამ დრომდე გრძელდება.