"ყოფილმა ნაციონალამა დეპუტატმა ის კი უნდა იცოდეს," - ქუთაისის საკრებულო კრიტიკას პასუხობს
თარიღი : 17-11-2015, 22:36 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" თურქეთში სამიტზე მყოფი ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის დელეგაციაში ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დვალის მოხვედრას აპროტესტებს. ორგანიზაციის თავმჯდომარე გია გოქაძე თვლის, რომ დვალი, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ამ დროისათვის შეჩერებული აქვს უფლბამოსილება, დელეგაციაში არ უნდა ყოფილიყო.
"ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე, რომელთაც ქალაქის მკვიდრი ედავება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში, თან, თავმჯდომარე, რომელსაც დღემდე ორჯერ აქვს შეჩერებული უფლემოსილება საკუთარი განცხადების საფუძველზე, თურქეთში, საერთაშორისო ტურიზმის სამიტში ღებულობს მონაწილეობას. ამ ვიზიტმა უკვე დაგვანახა, რომ გამოძიება ალბათ იმ გზით მიდის, რა დადებითი ეპითეტებითაც ქუთაისის მერი შოთა მურღულია საკრებულოს თავმჯდომარეს ამკობდა. თუ ეს ასე არ არის, მაშინ გამოდის, რომ ეს ადამიანები საერთოდ ვერ არკვევენ საერთაშორისო სამიტების მნიშვნელობას ქალაქისათვის. ეს კიდევ მეორე უბედურებაა. ცინიზმი და ძალადობა ერთად დააბიჯებს დღეს ქუთაისში და ამას ეწირება ქუთაისის ხვალინდელი დღეც," - აცხადებს გია გოქაძე.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის კითხვებს პასუხობენ ქუთაისის საკრებულოს, აპარატში სადაც აცხადებენ, რომ დვალი თურქეთში გამართულ სამიტზე ქალაქის საკრებულოს დეპუტატის სტატუსით მონაწილეობდა.
"ყოფილმა "ნაციონალმა" დეპუტატმა კი უნდა იცოდეს, რომ როდესაც საკრებულოს თავმჯდომარე შრომით ურთიერთობას იჩერებს, ის საკრებულოს დეპუტატად რჩება. ასე, რომ დავით დვალი მივლინებაში საკრებულოს წევრის სტატუსით იმყოფებოდა. მას ამის სრული უფლება აქვს. გია გოქაძეს ვურჩევთ, სჯობს აბსურდულ განცხადებებს თავი დაანებოს. ხოლო ეჭვის შემთხვაში საჯარო ინფორმაცია გამოითხოვოს, რაც ეჭვებს გაუქრობს," -აცხადებენ საკრებულოს აპარატში.
ცნობისთვის, ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის დელეგაცია თურქეთში, ტურიზმის საერთაშორისო სამიტში მონაწილეობდა. დელეგაციაში ქუთაისის ვიცე-მერი კონსტანტინე ქავთარაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი და თავმჯდომარის მოადგილე ბექა ყანჩელი შედიოდნენ. სამიტი, რომელშიც 100-მდე ქვეყნის 400-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა, თურქეთის ქალაქ მერსინში, 12-14 ნოემბერს გაიმართა. ხოლო დავით დვალმა ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე უფლებამოსილება მას შემდეგ შეიჩერა, რაც არასმთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრი"-ს ხელმძღვანელმა სულხან ქობულაძემ მის ცემაში დაადანაშაულა. დვალმა საკრებულოს თავმჯდომარეობაზე უარი დროებით, საქმეზე მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე თქვა.