ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის დელეგაცია თურქეთში გამართულ სამიტში მონაწილეობდა
თარიღი : 17-11-2015, 15:22 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის დელეგაცია თურქეთში, ტურიზმის საერთაშორისო სამიტში მონაწილეობდა. დელეგაციაში ქუთაისის ვიცე-მერი კონსტანტინე ქავთარაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი და თავმჯდომარის მოადგილე ბექა ყანჩელი შედიოდნენ. სამიტი, რომელშიც 100-მდე ქვეყნის 400-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა, თურქეთის ქალაქ მერსინში, 12-14 ნოემბერს გაიმართა.
კონფერენციის სამუშაო ფორმატმა დელეგაციებს სსაშუალება მისცა მონაწილეობა მიეღოთ როგორც ერთობლივ კონფერენციაში, ასევე ინდივიდუალურად ეწარმოებიათ ორმხრივი შეხვედრები დაინტერესების ფარგლებში. ქუთაისის დელეგაციამ კონფერენციაში მონაწილეობასთან ერთად, ორმხრივი შეხვედრა გამართა ლიტვის რესპუბლიკის ქალაქ კლაიპედას მერთან, ასევე ლატვიისა და მოლდოვას ოფიციალურ წარმომადგენლებთან, სადაც ამ სახელმწიფოთა ქალაქებს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობისა და გრძელვადიანი ურთიერთობის საკითხები განიხილეს. მხარეებმა თანმხვედრი ინტერესების სფეროები გამოკვეთეს და მომავალი აქტიური კომუნიკაციები დაგეგმეს.