ქუთაისში მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია-FAB LAB-ი გაიხსნა

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია FAB LAB გაიხსნა. ლაბორატორია თანამედროვე ციფრული და კომპიუტერული ტექნიკით, უახლესი დაზგა-დანადგარებით: 3D პრინტერებით, 3D სკანერით, ლაზერული მჭრელით, GNC ჩარხით, ვაკუუმ ფორმირების აპარატით, ტექსტილისა და ფაიფურის თერმოაპარატებითა და სხვა ტექნიკით არის აღჭურვილი.
ლაბორატორია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და აწსუ-ს ადმინისტრაციის მიერ გაიხსნა. ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილი ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ჩატარდა. მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის გახსნის მიზანი კრეატიული იდეების გენერირება, გამოგონებებისა და საგანმანათლებლო პლატფორმის შექმნაა, რომელიც წაახალისებს საქართველოში ინოვაციური ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესს.
მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია აწსუ-ს რექტორმა გიორგი ღავთაძემ გახსნა. მისი თქმით, მსგავსი თანამედროვე ტიპის ლაბორატორია საქართველოში მხოლოდ ილიას უნივერსიტეტს აქვს.
FAB LAB-ის ლაბორატორიით სარგებლობა შეუძლია როგორც აწსუ პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს, ასევე ნებისმიერ ინოვატორ ადამიანს, სკოლის მოსწავლეებს, სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს და აწსუ პარტნიორ სამრეწველო დაწესებულებებს. ლაბორატორიაში მათ შეუძლიათ შექმნან ინოვაციური პროდუქტის საცდელი პირველადი პროტოტიპები, დაამზადონ საცდელი პარტიები და საფუძველი ჩაუყარონ საკუთარი StartUp კომპანიების მშენებლობას.