სამტრედიაში დეკემბერში ავტორბოლა გაიმართება
თარიღი : 17-11-2015, 11:38 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

სამტრედიის მუნიციპალიტეტში დეკემბრის დასაწყისში ავტორბოლა გაიმართება. ამის შესახებ იმერეთის ავტო მოტო კლუბის პრეზიდენტმა ნიკა სვანიძემ ჯიელას სააავტომობილო სკოლაში გამართულ პრესკომფერენციაზე განაცადა. მისი თქმით, კლუბმა რბოლის გამართვის ნებართვა მუნიციპალიტეტის გამგებელ ვალერიანე ფოცხვერიასგან მიიღო.
"ჩვენ პირველ მარტს დავიწყეთ იმერეთში ავტორბოლების ჩატარება ეტაპებად და შევძელით, რომ ბევრი ადამიანისათვის შეგვეყვარებინა სპორტის ეს სახეობა. მსგავსი რამ იმერეთის რეგიონში ჯერ არ გაკეთებულა,"- ამბობს ნიკა სვანიძე.
გარდა ამისა, ავტო მოტო კლუბის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს კლუბის ახალი მენეჯერი, გიორგი აბრამია გააცნო. და ასევე ხუთ მსაჯს სერტიიკატები და პროფესიონალი მრბოლელის ბეიჯები გადაეცათ.
"მათ თბილისში გაიარეს ტრენინგები და აიმაღლეს კვალიფიკაცია. უკვე ამ სერთიფიკატების საფუძვეზე შესაძლებლობა აქვთ მიწვევის შემთხვევაში ევროპის ქვეყნებშიც იმსაჯონ. დასავლეთ საქართველოში ფიას კატეგორიის მსაჯები მხოლოდ ჩვენ გვყავს და ეს ძალიან მახარებს,"- ამბობს ნიკა სვანიძე.
"ყველა მრბოლელი იმიტომ იღებს მონაწილეობას შეჯიბრში, რომ გაიმარჯვოს. დღეს უკვე მაღალ საფეხურზეა ასული სპორტის ეს სახეობა. ხშირად ტარდება რბოლები და კონკურენციაც უკვე დიდია,"-ამბობს ავტომრბოლელი ნუგზარ ჯანგველაძე.
შეგახსენებთ, რომ სამტრედისში ავტორბოლა დეკემბრის დასაწყისში გაიმართება,ხოლო ფინალური რბოლის ჩატარება მიმდინარე წლის ბოლოს ქუთაისში ან ბაღდათში იგეგმება.
თამუნა სხულუხია