Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ერთად ვაიძულოთ მთავრობა გაზარდოს პენსია", -ნაციონალების ახალი ინიციატივა

თარიღი : 17-11-2015, 02:25 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 2016 წლიდან პენსიის 50 ლარით ზრდას ითხოვს. ახალი ინიციატივა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ გააჟღერა. ბაქრაძე ამბობს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში არსებობს შესაბამისი თანხები. კერძოდ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის განცხადებით 2012 წელთან შედარებით ბიუჯეტში მთავრობის შენახვის ხარჯები 456 მილიონი ლარით არის გაზრდილი, ხოლო იმისათვის რომ პენსიონრებისათვის პენსიის ზრდა 50 ლარით მოხდეს, 420 მილიონი ლარია საჭირო.

ბაქრაძე მოუწოდებს მთავრობას საკუთარ კომფორტს პენსიონრებისათვის ცხოვრების გაუმჯობესება არჩიონ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოსახლეობაში გადის კითხვით პენსია, თუ პრემია და იწყებს ხელმოწერების შეგროვებას. "ერთად უნდა ვაიძულოთ მთავრობა გაზარდოს პენსია," - აცხადებს დავით ბაქრაძე.

"3 წლის განმავლობაში ქართული საზოგადოება დადგა მწვავე ეკონომიკური პრობლემების წინაშე. შემცირდა ეკონომიკური ზრდა, გაიზარდა უმუშევრობის დონე გაიზარდა სიღარიბე განსაკუთრებით ამან იმოქმედა პენსიონრებზე. მათი პენსია დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურების გამო უფრო ნაკლებია ვიდრე 3 წლის წინ. გაძვირდა წამალი გაძვირდა პროდუქტი გაძვირდა ცხოვრება. ვითხოვთ გადაიდგას საგანგებო ნაბიჯი პენსიონერთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. 50 ლარით პენსიით მატება 420 მილიონი ლარი დაუჯდება სახელმწიფო ბიუჯეტს. 2012 წელთან შედარებით 456 მილიონი ლარით არის გაზრდილი მთავრობის შენახვის ხარჯები. ამ თანხის პენსიონრებისთვის გამოყოფაა საჭირო. რა ჭირდება ქვეყანას პრემია, თუ პენსია? - ჩვენ ვფიქრობთ რომ პენსია", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.


ნანახია: 1767-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პენსიის ზრდა ყველა პენსიონერს შეეხება.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების მიხედვით, 2014 წლისთვის, ყველა ასაკით პენსიონერთათვის სახელმწიფო
ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პენსია ჯამში 50 ლარით გაიზარდა, თუმცა გარდა პენსიისა, მთავრობამ სხვა ბევრი სოციალური პროექტი
საპარლამენტო უმცირესობის წევრები ბიუჯეტის პროექტს იწუნებენ.
1 ივლისიდან საქართველოში პენსია 20 ლარით – 180 ლარამდე გაიზარდა.

ამინდი