ქუთაისის მერიის თანამშრომლები სისხლს გაიღებენ
თარიღი : 17-11-2015, 02:15 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

20 ნოემბერს ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქუთაისის მერია პარტნიორებთან ერთად (საქველმოქმედი ფონდი ,,მეობა“, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს ბაზაზე არსებული ,,სისხლის ბანკი“ ) ორგანიზებას უკეთებს სისხლის უანგარო დონაციის აქციას. სისხლის ჩაბარება მოხდება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში (აუდიტორია–1114). აქციას უერთდება ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება. სპორტული აიპის თანამშრომლებმა სურვილი გამოთქვეს მონაწილეობა მიიღონ სისხლის უანგარო დონაციის აქციაში.