Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 124 წელი შესრულდა

თარიღი : 17-11-2015, 00:52 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 124 წელი შესრულდა.
ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი გალაკტიონ ტაბიძე ვანის რაიონის სოფელ ჭყვიში დაიბადა.
პოეტის მამა, ვასილ ტაბიძე, შვილის დაბადებამდე ორი თვით ადრე გარდაიცვალა. იგი ჯერ სოფლის მღვდელი, შემდეგ კი იმავე სოფლის მასწავლებელი იყო.
1900 წელს ტაბიძე ჩაირიცხა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. 1908 წლიდან სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1910-1911 წლებში მუშაობდა მასწავლებლად. 1917-1918 წლებში იმყოფებოდა მოსკოვსა და პეტროგრადში. 1914 წელს გამოდის გ. ტაბიძის ლექსების პირველი კრებული, რომელმაც ერთბაშად მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და დიდი პოპულარობა მოიპოვა, ხოლო 1919 გამოცემულმა "არტისტულმა ყვავილებმა" ავტორს "პოეტების მეფის" სახელი მოუტანეს. 1919 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში. 1922-1923 წლებში გამოსცემდა "გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალს". 1924 წელს იგი იყო ჟურნალის "მნათობი" ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1935 წელს პარიზში მონაწილეობდა ანტიფაშისტურ კონგრესში.
გარდაიცვალა 1959 წლის 17 მარტს. გალაკტიონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.


ნანახია: 3093-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც Topnews.com.ge-ს ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, 12:00 საათზე დაგეგმილია გალაკტიონ ტაბიძის ძეგლის გვირგვინით
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშში გალაკტიონობა აღინიშნება.

ამინდი