ქუთაისის მესხიშვილის თეატრში აკაკი წერეთლის საიუბილეო წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, აკაკი წერეთლის საიუბილეო წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, თეატრის ფოიეში მოეწყო აკაკი წერეთლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ შექმნილი გამოფენები და წიგნის პრეზენტაცია.
სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ქეთი მატაბელის ფოლიანტები - "ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო"; ასევე მწერლის შესახებ შექმნილი პლაკატები და გამოფენა, სახელწოდებით "აკაკი ქართულ ხელოვნებაში" დაეთვალიერებინათ.
დღესვე თეატრში აკაკი წერეთლისადმი მიძღვნილი კატალოგის პრეზენტაცია გაიმართა. საღამო დასკვნითი ღონისძიებით დასრულდება, რომელშიც სხვადასხვა თეატრის მსახიობები და ქართველი მომღერლები მონაწილეობდნენ.
ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებებში მონაწილეობას კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ქუთაისის მერი შოთა მურღულია და იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე იღებდნენ.
2015 აკაკი წერეთლის საიუბილეო წელია. მწერლის გარდაცვალებიდან 100, ხოლო დაბადებიდან 175 წელი გავიდა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მწერლის საიუბილეო თარიღი მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა.