იმერეთში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ვერ ითვლიან

თბილისი–სენაკი–ლესელიძის 206–ე კილომეტრზე მოძრაობა კვლავ აკრძალულია. მდინარე "ჩხარას" ადიდების გამო, გზის 20- მეტრიანი მონაკვეთი უკვე მეორედ ჩაინგრა. სტიქიის ზონაში იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე ჩავიდნენ და ვითარებას ადგილზე გაეცნენ. სალიკვიდაციო სამუშაოები დაწყებულია და აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა უახლოეს დღეებში აღდგება.
იმერეთის რეგიონში 6 დღეა სტიქიას ებრძვიან. იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია საგანგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებს, ამ ეტაპზე უამინდობის გამო ზარალის დათვლა ვერ ხერხდება.
იმერეთის რეგიონში 6 დღეა სტიქიას ებრძვიან. იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია საგანგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებს, ამ ეტაპზე უამინდობის გამო ზარალის დათვლა ვერ ხერხდება.