კულტურის მინისტრი:ჩემთვის ყოველთვის ძალიან განსაკუთრებულია ქუთაისში ჩამოსვლა

ქუთაისში, აკაკი წერეთლის 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილი დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ფოიეში მოეწყო აკაკი წერეთლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ შექმნილი გამოფენები და წიგნის პრეზენტაცია. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ქეთი მატაბელის ფოლიანტები - „ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო“; ასევე მწერლის შესახებ შექმნილი პლაკატები და გამოფენა სახელწოდებით „აკაკი ქართულ ხელოვნებაში“ დაეთვალიერებინათ. დღესვე თეატრში აკაკი წერეთლისადმი მიძღვნილი კატალოგის პრეზენტაციაც გაიმართა, საიუბილეო საღამოში სხვადასხვა თეატრის მსახიობები და ქართველი მომღერლები მონაწილეობდნენ.
მწერლის საიუბილეო ღონისძიებებს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ქუთაისის მერი შოთა მურღულია და იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე ესწრებოდნენ.
„ჩემთვის ყოველთვის ძალიან განსაკუთრებულია ქუთაისში ჩამოსვლა და ამას მხოლოდ იმიტომ არ ვამბობ, რომ დღეს აქ ვარ. კულტურის სამინისტრომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო დასკვნითი საღამოს ქუთაისში ჩატარებაზე. მიხარია, რომ 21-ე საუკუნის საქართველოში აკაკი წერეთელი უყვართ, ახსოვთ და მას აფასებენ,“ - განაცხადა კულტურის მინისტრმა.
„აკაკი წერეთელი მთელ საქართველოს ეკუთვნის, მაგრამ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ადამიანი,“ - აღნიშნა იმერეთის გუბერნატორმა.
„ჩვენი დიდი სურვილი იყო იმ ქალაქში მომხდარიყო აკაკი წერეთლის საიუბილეო ღონისძიებების შემაჯამებელი საღამოს გამართვა, სადაც აკაკი სწავლობდა. ქუთაისი არის ქალაქი, სადაც ნიჭიერი ადამიანები იზრდებოდნენ და მომავალში გაიზრდებიან,“ - განაცხადა ქუთაისის მერმა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში აკაკი წერეთლის 175 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა ინიციატივითა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. 2015 აკაკი წერეთლის საიუბილეო წელია. მწერლის გარდაცვალებიდან 100, ხოლო დაბადებიდან 175 წელი გავიდა.