Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ადვოკატი: მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის საქმე ქვეყანას შავ ლაქად დარჩება

თარიღი : 7-10-2013, 17:01 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის ადვოკატ გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირების საქმეზე სასამართლომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, აღნიშნული საქმე 21-ე საუკუნის ისტორიის ნაწილია და ქვეყანას შავ ლაქად დარჩება. ამის შესახებ ადვოკატმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, შესავალი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.
ჩივიაშვილის თქმით, მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილისათვის წაყენებული მთელი ბრალი ლეგენდაა, არცთუ ისე კარგად შეფუთული. როგორც ადვოკატი ამბობს, დასაქმების პროგრამის განხორციელებაში მინისტრებიც იყვნენ ჩართული და თუ ეს პროგრამა დანაშაულს წარმოადგენდა, გიორგი ჩივიაშვილის თქმით, მინისტრთა მთელი კაბინეტი უნდა დაესაჯათ და არა მხოლოდ მისი ორი წევრი. რაც შეეხება კვარიათის აგარაკის ეპიზოდს, დაცვის მხარემ აღნიშნა, რომ ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნოდა და კონსპირაციულ ობიექტს წარმოადგენდა.
დღევანდელ პროცესზე ადვოკატებმა აჭარის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის თეიმურაზ პატარიძისა და აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის ირაკლი მოწყობილის დაკითხვისას სხდომის ნახევრად დახურვის შუამდგომლობაც დააყენეს იმ მოტივით, რომ აღნიშნული პირებისათვის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი კითხვების დასმას აპირებდნენ. აღნიშნული შუმადგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა.
რაც შეეხება ბრალდების მხარის შესავალ სიტყვას, აქ ძირითადად საუბარი იყო იმაზე, რომ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კვარიათში მდებარე აგარაკი ვანო მერაბიშვილმა 2009 წლის მაისში მიითვისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხარჯებით გაარემონტა და იქ ოჯახს ასვენებდა. სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამაზე ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ პროგრამაში ჩართული პირებისათვის 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, ხოლო პროგრამის მონაწილეებს „ნაციონალების“ პარტიულ ღონისძიებებზე დასწრება, ბროშურების დარიგება და პარტიის სასარგებლოდ აგიტაცია ევალებოდათ.
news.ge


ნანახია: 1545-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმის არსებით განხილვაზე დღეს, ბრალდების მხარის 4 მოწმე
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ხვალიდან „ნაციონალების“ გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისა და კახეთის გუბერნატორის ზურაბ
ადვოკატ გიორგი ჩივიაშვილის თქმით, თუ მოწმეს „შპრგალის“ გარეშე არ შეუძლია ჩვენების მიცემა, სამწუხაროა.
ადვოკატი მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებასა და ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას ითხოვს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმეზე დღეს, "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორები და
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მერაბიშვილზე და ჭიაბერაშვილზე, როგორც დაცვის, ასევე ბრალდების

ამინდი