სამტრედიელმა რესპუბლიკელებმა მოსახლეობას ანგარიში ჩააბარეს
თარიღი : 16-11-2015, 17:51 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში "რესპუბლიკური პარტიის" სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა იმედა გოგავამ საზოგადოებას 2014–2015 წლების ანგარიში ჩააბარა.
შეხვედრაზე იმედა გოგავამ ვრცლად ისაუბრა პარტიის მიერ ინიცირებული საკითხების შესახებ და მათი მოგვარებისა თუ მოუგვარებლობის მიზეზებიც დაასახელა. 2014 წლის ივლისში სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პარტიის ინიციატივით ფრაქცია ,,ქართული ოცნება–რესპუბლიკელები“ შეიქმნა. ფრაქციის წევრები რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები იმედა გოგავა, მერაბ უღრელიძე და მაია ნუცუბიძე არიან.
"ჩვენ ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რაც საზოგადოებამ დაგვაკისრა და ვცდილობთ ჩვენი საქმიანობა ხალხის სურვილისა და საჭიროებიდან გამომდინარე მივმართოთ. არის საკითხები, რომელშიც ვეთანხმებით ადგილობრივ ხელისუფლებას და შესაბამისად არის გარკვეული მოსაზრებები, რომელშიც აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულებები გვაქვს. ვერანაირი პარტიული ჩარჩო ვერ იქნება დამაბრკოლებელი იმ საკითხში, რასაც ჩემი ქალაქის ინტერესები ჰქვია,“ – განაცხადა იმედა გოგავამ.