Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ერთი წიგნის ისტორია",- ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკის უხუცესი მკითხველი

თარიღი : 16-11-2015, 13:41 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
იყო მკითხველი ნიშნავს ყოველი დღე საინტერესო და სიახლეებით სავსე გქონდეს. ესაა ,,პროფესია“, სადაც ასაკობრივი შეზღუდვები არ წესდება. ამის ნათელი მაგალითი არის ქუთაისის ილია ჭაჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის უხუცესი მკითხველი უშანგი ბაბუხადია.

ბატონი უშანგი მალე 90 წლის გახდება და დღესაც ცდილობს დროის უმეტესი ნაწილი სასარგებლო საქმეს-კითხვას მოახმაროს. წარმოშობით ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კითხიჯიდანაა. ამჟამად ქუთაისში ცხოვრობს და საჯარო ბიბლიოთეკის ბიბლიოგრაფიის განოფილებას მისთვის განსაკუთრებით საყვარელი ერთი წიგნის ძებნისას მიაკითხა...

ერთი წიგნის ისტორია....
ეს წიგნი არის მიხეილ ალავიძის ,,ლეჩხუმური ზეპირსიტყვიერება“. როგორც უშანგი ბაბუხადია ამბობს, ამ წიგნის ისევ წაკითხვით თუ უბრალოდ შეხებით სურდა ბავშვობისდროინდელი ემოცია და განცდა დაებრუნებინა. დაებრუნებინა ის, რაც პირველი წაკითხვისას დაეუფლა და ბედნიერია, რომ ამ წიგნში მის წინაპარზე და სოფელზეა საუბარი. სიამაყით იხსენებს ისტორიას, თუ როგორ გააგზავნა სოლომონ მეფემ მისი ბაბუა ბერიკა ბაბუხადია სპარსეთში, ფაშასთან, ჯიშიანი ცხენების წამოსაყვანად და მოხერხებულობის წყალობით ჩამოყვანილი სამი ცხენის სანაცვლოდ როგორ გაანთავისუფლა სოლომონ მეფემ მათი შთამომავლები სახელმწიფო გადასახადებისგან. მისივე თქმით, წიგნში ფაქტი შეცვლილია, მაგრამ მაინც ბედიერია, რომ იპოვა და კიდევ ერთხელ წაიკითხა.

უშანგი ბაბუხადია თავადაც ავტორია ერთი წიგნის- ,,კითხიჯი და კითხიჯელები“.

,,როცა წლების წინ ტყიბულის შესახებ საინფორმაციო წიგნი დაიბეჭდა და წავიკითხე, გული დამწყდა, რადგან იქ ყველაფერი მოკლედ იყო მოცემული. ჩემს სოფელზე ორი გვერდიც არ ეწერა, ამიტომაც თითონვე შევქმენი ვრცელი წიგნი და საკუთარი პენსიითაც გამოვეცი“,- ამბობს უშანგი ბაბუხადია.


წიგნები, რომლის წაკითხვასაც გვირჩევთ...
კითხვა ბავშვობიდან მიყვარს და დღემდე ბევრს ვკითხულობ, მაგრამ განსაკუთრებით დამამახსოვრდა სკოლის ასაკში წაკითხული ,,რობიზონ კრუზო“ და ,,გულივერის მოგზაურობა“.

თქვენი აზრით, როგორი მკითხველია ,,კომპიუტერის თაობა“?

ჩემს ახალგაზრდობაში სწავლას უფრო სერიოზულად ვუდგებოდით და მეტსაც ვკითხულობდით. ამას იმიტომ ვამბობ, რომ რიონის პირას სულ ,,ჭიაყელებივით გადაფსკვნილ“ ახალგაზრდებს ვხედავ და უმჯობესია მათ მეტი იკითხონ,მაგრამ ვისაც სწავლა უნდა, ახლაც სწავლობს და საკითხავადაც უფრო მეტი წიგნი აქვთ, ვიდრე ჩვენ გვქონდა.

ესაუბრა თიკო ძოძუაშვილი


ნანახია: 1357-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში გიორგი კეკელიძის ინიციატივით "წიგნის ბუდე" შეიქმნა.
ქუთაისში ტომ ვანდერბილთის წიგნის -"საგზაო მოძრაობა: რატომ ვატარებთ მანქანას ისე, როგორც ვატარებთ (და რას ამბობს ეს ჩვენს
ქუთაისის მერიაში წიგნის-'ქუთაისი გუშინ, დღეს, ხვალ...' პრეზენტაცია გაიმართა.
ცოტნე ზურაბიანის ბიუროს ინიციატივით, სოციალურ მეცნიერებათა კლუბთან ერთად ჩატარდა. წიგნის მოყვარულებმა და სკოლის მოსწავლეებმა
წიგნის პრეზენტაცია- განხილვა ოპერის თეატრში ქუთაისის მერის კულტურის სამსახურის ორგანიზებით მოეწყო.

ამინდი