Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თერჯოლაში მდინარე ჩხარამ ავტომაგისტრალი მეხუთედ დააზიანა

თარიღი : 16-11-2015, 13:23 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთში კვლავ სტიქიას ებრძვიან. თერჯოლაში თბილისი-სენაკი-ლესელიძის 206-ე კილომეტრი, დროებითი მაგისტრალის მონაკვეთი წყალმა მეხუთედ წაიღო. ადგილზე მუნიციპალიტეტის პირველი პირები იმყოფებიან.
მათი განმარტებით გზის აღდგენითი სამუშაოები გამოდარების შემდეგ დაიწყება.
„გამთენიისას ისევ მოვარდა მდინარე ჩხარა და გაიტანა ახალი გაკეთებული გზა ისევ. საბედნიეროდ მსხვერპლი არ ყოფილა. დაიწყო აღდგენითი სამუშაოები, მაგრამ როდის დასრულდება არავინ იცის“, - აცხადებს თერჯოლის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე.

შეგახსენებთ რომ იმერეთში მეხუთე დღეა გადაუღებლად წვიმს. ძლიერი წვიმების შედეგად რამდენიმე მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა.


ნანახია: 1627-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რამდენიმესაათიანი გადაუღებელი ძლიერი წვიმის შედეგად თერჯოლაში მდინარე ჩხარა ადიდდა დროებითი მაგისტრალის მონაკვეთი წაიღო.
შემთხვევის ადგილზე მუნიციპალიტეტის გამგებელი თემურ ჯაფარიძე იმყოფებოდა.
რამდენიმესაათიანი ძლიერი წვიმის შედეგად, თერჯოლის რაიონში მდინარე ჩხარა ადიდდა.
იმერეთის რეგიონში 6 დღეა სტიქიას ებრძვიან.
რამდენიმესაათიანი ძლიერი წვიმის შედეგად, თერჯოლის რაიონში მდინარე ჩხარა ადიდდა, რომელმაც დროებითი ავტომაგისტრალის მონაკვეთი წაიღო.
მდინარე ჩხარამ შემოვლითი გზის მონაკვეთი უკვე რამდენჯერმე დააზიანა.

ამინდი