ქუთაისის ყველაზე ახალგაზრდა დამგველი:წვლილი შემაქვს ქუთაისის გალამაზებაში

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ააიპ “სპეციალური სერვისები“-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან ერთად წარმოგიდგენთ ახალ რუბრიკას სახელწოდებით: "პროფესია ახლო ხედით".
რუბრიკის ფარგლებში ააიპ „სპეციალურ სერვისებ“-ში დასაქმებული იმ ადამიანების შესახებ მოგითხრობთ, რომლებიც ქუთაისის სისუფთავეზე ყოველდღიურად ზრუნავენ. ერთ-ერთ მათგანს ნათია გუგუშვილი წარმოადგენს. სამსახურის პარალელურად, ნათია ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელმწიფო გრანტით სწავლობს. 22 წლის გოგონა ა(ა)იპ "სპეციალურ სერვისებ“-ში მესამე წელია მუშაობს და ქალაქის სისუფთავეს ემსახურება. ახალგაზრდა მეეზოვე 4 თვეა რაც დაოჯახდა. 05:00 საათიდან დაწყებული მისი სამუშაო დღე უნივერსიტეტის სწავლით გრძელდება.

"ორი კვირის წინ გავიარე გასაუბრება და საქართველოს პარლამენტში გარემოს დაცვის კომიტეტში სტაჟიორად ამიყვანეს. რა თქმა უნდა, არც იქ დამიმალავს, რომ მეეზოვე ვარ. მე ვარ მეეზოვე და და შემიძლია სიამაყით ვთქვა, რომ წვლილი შემაქვს ქუთაისის დასფთავებასა და გალამაზებაში," -ამბობს ნათია გუგუშვილი.