"ყველაზე კარგი მინისტრის" ყველაზე ბინძური საავადმყოფო

ამ პოსტმა, რომელიც ქართულ ფორუმზე გავრცელდა, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, უფრო მეტად კი - ფოტოებმა. სიმართლე რომ ითქვას, ახალი არაფერი ყოფილა - ინფექციურ საავადმყოფოში (და სამწუხაროდ, ასეთი დაწესებულება რამდენიმე კიდევ არის შემორჩენილი თბილისში, და ძალიან ბევრი - რაიონებში) შექმნილი მდგომარეობის შესახებ არაერთხელ დაწერილა, ვინც იქ მოხვედრილა ერთხელ მაინც, მისთვისაც ეს ნაცნობი სიტუაციაა. რამდენიმე წლის წინ აწგარდაცვლილი მსახიობი კოტე თოლორდავა და მისი ვაჟი მოხვდნენ ამ დაწესებულებაში, წითელას დიაგნოზით და მაშინაც დიდი ამბავი მოჰყვა განოს და კოტეს განცხადებებს იქ შექმნილი ვითარების გამო. თუმცა წლები გადის და სამწუხაროდ, ბევრი არაფერი იცვლება და დაწესებულება, სადაც ბავშვებიც ხვდებიან, მართლა ცუდ მდგომარეობაშია. გთავაზობთ ერთ-ერთი ფორუმელის ამ გავრცელებულ პოსტს:
"ჩემი ახლობელი დააწვინეს ინფექციურ საავადმყოფოში და კომენტარები: "თუ ასეთი ცუდი იყო რას წვებოდა", "გადაიხადოს ფული და უკეთესში დაწვეს" და მსგავსი არ არის საჭირო, ანუ ახლობელის დაწოლის მიზეზები და ჯანმრთელობის მფგომარების განხილვის არ არის ეს თემა.
როდესაც გუშინ მაცნობეს, რომ დააწვინეს და ეს ამბავი გავიგე, ვიკითხე, რომ თუ შეიძლება მოვიდე და მოვინახულო. თანხმობის მიღების შემდეგ ვეცადე მიღების საათები დამედგინა, მაგრამ ამაზეც მივიღე მარტივი პასუხი, რომ როდესაც მოიცლი... ცოტა კი გამიკვირდა, მაგრამ გავთამამდი და უკვე ის ვიკითხე, მეორე ადამიანს თუ შემოუშვებენ -მეთქი და ამაზეც დადებითი პასუხი მივიღე.
დღეს 19:30 წუთზე ((დრო მიახლოებითია)) მივადექით ამ დაწესებულებას. შენობის შესასვლელში დაცვის ჯიხურია, მეგონა მკითხავდნენ რამეს მაინც... მაგრამ მოშნად დაგვიკიდეს. არადა ინფექციურ საავადმყოფოში შესვლა და ვიზიტი ცოტა სხვანაირად წარმომედგინა - ჩამაცმევდნენ ხალათს, თავზე ქუდს, ხელთათმანებს, პირბადეს და რაღაც დროს დამიწესებდნენ. მიდიიი, შენც არ მომიკვდე. დაახლოებით 23:00 წუთი იყო, გამოვედით და კაციშვილს არ მოვუკითხივართ.
მაგრამ არც ამაზეა თემა.
წინასწარ ბოდიში და თუ მაინცდამაინც ან ახალნაჭამი გაქვთ საჭმელი, ან ფეხმძიმედ ბრძანდება ვინმე, ან სუსტი გული აქვს, თვითონ გადაწყვიტოს, ნახოს თუ არა, რასაც ქვემოთ დავდებ.
ვიმეორებ - თბილისის, დედაქალაქის, საქართველოს ე რ თ ა დ ე რ თ ი ი ნ ფ ე ქ ც ი უ რ ი საავადმყოფოს სეფსისი ცენტრის შენობაა ეს. ჯანმრთელი ადამიანი დაინფიცირდება აქ, არათუ დაინფიცირებული გამოჯანმრთელდება.
ეს არის ერთი პალატის მაგალითზე - და როგორც მითხრეს, ეს პალატა ყველაზე ნორმალურია მეტ-ნაკლებად ყველაფერი დალეწილი, ყველაფერი მოშლილი - სახელურები, ნათურები...
ასეთი ფარდები საუკუნის წინ ეკიდა პლაცკარტებში, იქ გარეცხილები მაინც ეკიდა. ნუ ამას თუ დაკიდება ჰქვია. გადასაფარებლებსა და ლინოლეუმზე არ მაქვს საუბარი. საუკენეც ვერ დავადგინე, იმ ხანისაა და სიბინძურის..."

რასაკვირველია, ამ პოსტს ბევრი კომენტარი მოჰყვა სხვა "თვითმხილველებისგან". ზოგიერთები სხვა საავადმყოფოებსაც ასახელებდნენ, სადაც მსგავსი სავალალო მდგომარეობა დახვედრიათ. აი, ერთ-ერთი: კომენტარი:
"ერთი კვირის წინ მყავდა მანდ წაყვანილი ბავშვი, არ ვიცოდი, თუ სად მოვხვდი, სანამ ბავშვს ვენიდან სისხლი ვერ აუღეს (მარტო გაუხვრიტეს და სისხლი ჩაუქციეს)... და მერე რომ ავედით გადასხმაზე და ეგ ყველაფერი დავინახე, რაც ზემოთ არის სურათები... წავავლე ცოლ-შვილს ხელი და არ მინდა-თქო თქვენი მომსახურება, ბავშვი უკვე კარგად არის. ეგ რომ გაიგეს გაუტყდათ, არ იცოდითო, სადაც მოგყავდათო... მერე დავრეკეთ ცხელ ხაზზე სამინისტროში და დედა ვაგინეთ... მაართლა შემეშინდა მანდ ყოფნის. ჯანმრთელი ბავშვი რომ მიიყვანოს ადამიანმა, 100% დაავადდება, და თუ არ დაავადდება, დარწმუნებული ვარ, რამეს ძალით აკიდებენ... ამაზე გამეფიქრა მაშინ, როდესაც ბავშვისთვის გადასხმა უნდა გაეკეთებინათ (რინგერი) და გადითო ოთახიდანო, დაცვამ გვითხრა... და მაგ წამიდან ვუთხარი, კარგად იყავით, აქ მეორეჯერ მომსვლელი არ ვარ-თქო... საშინელებაა..."
გაიხსენეს ასევე ჯანდაცვის მინისტრის ორი წლის წინანდელი ინტერვიუ, სადაც სწორედ ამ დაწესებულებაზე საუბრობდა:
"დავით სერგეენკო: - ე.წ. ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე განხორციელდა რამდენიმე ნაბიჯიანი პრივატიზაცია-გასხვისება და ვადებულებების დაბრუნება-გადანაწილება. ამ რამდენიმენაბიჯიან სერიაში სადღაც ჩაიკარგა ის ვალდებულება, რაც თავდაპირველად იყო, ანუ ამ ტერიტორიის შეძენის სამაგიეროდ მყიდველს უნდა აეშენებინა ახალი კლინიკა. თუმცა, გარწმუნებთ, რომ ინფექციურის ტერიტორიაზე არც ერთ საავადმყოფოს საფრთხე არ შეექმნება. დეკემბერში შექმნილი სამთავრობო კომისია სწავლობს ამ საკითხს და ძალიან მალე მივიღებთ სწორ გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, ამ დაწესებულებებს ელის ბევრად უკეთესი ინფრასტრუქტურული მომავალი, ვიდრე აქამდე ჰქონდა. თუ მყიდველმა მოითხოვა წლის განმავლობაში ამ ტერიტორიის გათავისუფლება, ჩვენ ასევე გვაქვს იმის სარეზერვო გეგმა, რომ ალტერნატიული ინფრასტრუქტრა შევქმნათ.
- რაც შეეხება სეფსისის ცენტრს, რომლის შექმნაც თავის დროზე უნიკალური ფაქტი იყო, რა ბედი ეწევა ამ დაწესებულებას და დარჩება თუ არა ის ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად?
- ძალიან მნიშვნელოვანია გავავლოთ მკვეთრი ხაზი წმინდად კლინიკურ საკითხებსა და მმართველობის საკითხებს შორის. ჩემი აზრით, არა აქვს მნიშვნელობა, ვის დაექვემდებარებიან ბუღალტერია და დირექტორი. მთავარია, ამ ერთეულმა, რომლის ფუნქციაც არის გენერალიზებულ ინფექციებთან ბრძოლა, იმუშაოს ეფექტიანად. სწორი ორგანიზაციის შემთხვევაში უმნიშვნელოა, ცალკე ერთეულად იქნება ეს ცენტრი თუ სხვის დაქვემდებარებაში. ეს არ არის თემა, რომელშიც ჩვენ უნდა ჩავერიოთ. ჩვენი ამოცანაა, რომ იმ სტრუქტურამ, რომელიც წლების განმავლობაში ემსახურებოდა სეფსისის პრობლემას, მუშაობა გამართულად განაგრძოს"...
mshoblebi.ge