Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ბაღდათის რაიონში მდინარის ადიდების შედეგად სამანქანო გზები დაიტბორა და მოძრაობა პარალიზებულია

თარიღი : 14-11-2015, 16:14 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ბაღდათის რაიონში მდინარის ადიდების შედეგად სამანქანო გზები დაიტბორა და მოძრაობა პარალიზებულია.
მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი გეგეშიძის თქმით, მდინარე ყვირილა კალაპოტიდან გადმოვიდა, რის გამოც სოფელი ვარციხე დაიტბორა, მანქანებით გადაადგილება კი შეუძლებელია.

„ყვირილა კალაპოტიდან გუშინ გადმოვიდა. არის გზის მონაკვეთები, სადაც გადაადგილება შეუძლებელია. მანქანები აკრძალვის მიუხედავად მაინც ცდილობენ აღნიშნულ პერიმეტრზე გასვლას, რის გამოც რამდენიმე ავტომობილი, ჩემი ინფორმაციით, წყალშია დარჩენილი. ჩვენ არანაირი ბერკეტი არ გვაქვს იმისა, რომ ყვირილა კალაპოტს დაუბრუნდეს, ეს ეტაპობრივად გამოდარების შემდეგ თუ მოხდება“, - განაცხადა გეგეძიძემ.

შეგახსენებთ, რომ იმერეთში 5 დღეა გადაუღებლად წვიმს. ძლიერი წვიმების შედეგად ასეულობით საცხოვრებელი სახლი და ათობით ქუჩა დაიტბორა. ასევე, იმერეთის მხარეში ასობით ოჯახს ელეტროენერგია არ მიეწოდება.

ბაღდათის რაიონში მდინარის ადიდების შედეგად სამანქანო გზები დაიტბორა და მოძრაობა პარალიზებულია


ნანახია: 2916-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბაღდათის რაიონში 16 ოჯახი ამ დრომდე გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. ერთი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაინგრა.
მეწყერის გამო, საავტომობილო გზა გადაიკეტა და ავტომანქანით გადაადგილება შეზღუდულია.
სოფელ წითელხევში მცხოვრები ამირან ლილუაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღეა გადაუღებლად წვიმს, გუშინ კი, წვიმას ძლიერი
ხონში რამდენიმე დღეა წვიმს. ძლიერი წვიმის გამო მდინარე ცხენისწყალი კალაპოტიდან გადმოვიდა.
მდინარის ადიდების შედეგად, სოფელ ახალშენთან დამაკავშირებელი გზა დაზიანდა.
ადიდებული მდინარის შედეგად, მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოები და სასურსათო მაღაზიები დაიტბორა.

ამინდი