ავტომობილი, რომლის შეძენაც თერჯოლის გამგეობას 30 000 ლარი დაუჯდა სტიქიის გამო წყლით დაიფარა
თარიღი : 14-11-2015, 12:10 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის თემურ ჯაფარიძის თქმით, რაიონში 4 დღეა გადაუღებლად წვიმს, რის გამოც უხვმა ნალექმა თერჯოლას პრობლემები შეუქმნა. როგორც ჯაფარიძე ამბობს, მოულოდნელად მოვარდნილმა წყლის ნაკადმა ის ავტომობილიც დაფარა წყლით, რომლითაც ის გადაადგილდება.
"საშინელ დღეში ვართ. გუშინ ისევ გადაუღებლად წვიმდა. დატბორილია სახლები, სახნავ-სათსი მიწები და გზები. ეს კი არა, ჩემი ავტომობილიც წყლით დაიფარა, იმედია გადავარჩენთ,"- აცხადებს ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ თერჯოლის გამგეობამ მუნიციპალიტეტის პირველი პირისთვის 30 000- ლარიანი ავტომობილი სახელმწიფო ნომრით, "TE 041 RJ" შეიძინა.