Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანები უყურადღებობას უჩივიან

თარიღი : 14-11-2015, 11:56 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მოძრაობის „ინკლუზიური საზოგადოება - საქართველო“ უსინათლო და მცირემხედველი ადამიანებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის შესაქმნელად საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს.

არაოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში მხედველობის პრობლემის მქონე ადამიანთა რიცხვი 80 000 შეადგენს. აქედან 12 000 უსინათლოა. ხოლო მსოფლიოში მხედველობის პრობლემის მქონე 285 მილიონზე მეტი ადამიანია, აქედან 40 მილიონამდე უსინათლოა.

როგორც მოძრაობაში აცხადებენ, საქართველოში უსინათლო და მცირემხედველი მოქალაქეების მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. უმთავრეს პრობლემას არაადაპტირებული ფიზიკური გარემო, ინკლუზიური განათლება, საზოგადოების ცნობიერება, ბრაილის შრიფტის სტამბის არარსებობა და დასაქმება წარმოადგენს.

"და მაინც, ამ ეტაპზე უმთავრეს გამოწვევად მიგვაჩნია სპეციალიზებული სოციალური სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნა, რაც არ არის დაკავშირებული განსაკუთრებულ ხარჯებთან და სირთულეებთან. შეგახსენებთ, მსგავსი ტიპის ცენტრებში ისწავლება სივრცეში ორიენტაცია და მობილობა (თეთრი ხელჯოხის მოხმარება), ისწავლება კომპიუტერული ხმოვანი პროგრამების თუ ბრაილის შრიფტის გამოყენება, საყოფაცხოვრებო უნარ-ჩვევების განვითარება და სხვა დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო აუცილებელი ცოდნის მიღება.

არასამთავრობო სექტორის მიერ სახელმწიფოსადმი მრავალგზის მიმართვის მიუხედავად, საქართველოში უსინათლო და მცირემხედველი ადამიანებისთვის სოციალური სარეაბილიტაციო ცენტრის დაარსებაზე მსჯელობა კვლავ არ დაწყებულა, რასაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია პირდაპირ მოითხოვს სახლმწიფოსგან. საქართველოს პარლამენტის მიერ კონვენცია 2 წლის წინ რატიფიცირდა,"-აცხადებენ "ინკლუზიური საზოგადოება-საქართველო"-ში.

ცნობისთვის, უსინათლო ადამიანთა საერთაშორისო დღეს 13 ნოემბერს აღნიშნავენ.


ნანახია: 2082-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში წმინდა ეკატერინეს სახელობის ბავშვთა ინკლუზიური ცენტრი გაიხსნა.
პროგრამაშია: სხვადასხვა საუკუნეში მოღვაწე ესპანელი კომპოზიტორების შედევრები.

ამინდი